მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 |
|
2014 წლის 7 ოქტომბერი ქ. მცხეთა |
|
დანართი №1
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის
დებულება
2. სამსახურის დაფინანსების წყაროა მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და გამგებლის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
4. სამსახურს აქვს ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით, წვევამდელთა და რეზერვისტთა აღრიცხვაზე აყვანის შტამპი და წვევამდელთა და რეზერვისტთა აღრიცხვიდან მოხსნის შტამპი, რომელსაც იყენებს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.
5. სამსახურის სრული სახელწოდებაა „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური”.
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისაგან.
2. განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან.
3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილება;
ბ) რეზერვისტთა აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილება.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურე.
2. განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს.
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
ა) მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას;
ბ) 17 წლის წვევამდელთა პირველად სამხედრო აღრიცხვას;
გ) 18-დან 27 წლამდე ასაკის სამხედრო ვალდებულ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვას’
დ) ზღვრულ ასაკს (27 წელი) მიღწეულ წვევამდელთა სამხედრო რეზერვში ჩარიცხვას;
ე) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი;
ვ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება;
ზ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში სამხედრო-სააღრიცხვო კომისიების მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებში წარდგენა;
თ) სასწავლო დაწესებულებების და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ“ დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
ი) მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვასთან და სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული დოკუმნტაციის კანონით დადგენილი ვადით და წესით შენახვა;
კ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი უფლებამოსილებების განხორციელებას.
ა) სამობილიზაციო რესურსების რეზერვის სერჟანტთა, კაპრალთა და რიგითთა, აღრიცხვის ორგანიზებას;
ბ) რეზერვის სერჟანტთა, კაპრალთა და რიგითთა სპეციალური აღრიცხვის ორგანიზება;
გ) რეზერვში ჩარიცხვას დაქვემდებარებულ მოქალაქეებზე საჭირო მასალების თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოში წარდგენა;
დ) საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გასაწვევად შერჩეული კანდიდატების პირადი საქმეების შედგენა;
ე) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვის სერჟანტთა, კაპრალთა და რიგითთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა;
ვ) პირის სამხედრო სარეზერვო სამსახურში გასაწვევად გამოძახებას, შემკრებ პუნქტში მიყვანას და უკან მგზავრობას;
ზ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში დადგენილი წესით სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა შეტყობინების, გამოცხადებისა და მათი სამხედრო ნაწილებში გაწვევის ორგანიზება;
თ) გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
2. ყველა ის საკითხი, რომელსაც არ ითვალისწინებს დებულება, რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.