მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 |
|
2018 წლის 12 თებერვალი ქ. მცხეთა |
|
დებულება
2. სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე აქტებით, მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
4. სამსახურის დაფინანსების წყაროა მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
5. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და მერის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
2. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან.
3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სოციალური განყოფილება;
ბ) ჯანდაცვის განყოფილება;
გ) დონორებთან ურთერთობის განყოფილება;
დ) პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურე.
2. განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს.
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
2. განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ბ) სხვა უფლებამოსილებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით;
გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მოახდინოს სოციალური დაცვის სისტემის დაფინანსებისა და სამართლებრივი ურთიერთობის საზოგადოებისათვის მიწოდება.
დ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
2. განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ბ) სხვა უფლებამოსილებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით;
გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მოახდინოს, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დაფინანსებისა და სამართლებრივი ურთიერთობის საზოგადოებისათვის მიწოდება;
დ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
2. სამსახური ორგანიზებას უწევს:
ა) მერიის საჯარო მოსამსახურეთა პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ჩატარებას. საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე უზრუნველყოფს მათი მხრიდან ინფორმაციის გაცემას;
ბ) მერიის მიმდინარე ღონისძიებების პრეზენტაციას;
გ) მერიის მიმდინარე სამუშაოების ამსახველი ინფორმაციის მომზადებას.
დ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის განთავსებას;
ე) მერიის საჯარო მოსამსახურეთა ხელშეწყობას საზოგადოებასთან ურთიერთობაში.
ვ) ჟურნალისტების აკრედიტაციას მერიაში.
2. განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობას, საფინანსო ინსტიტუტებიდან ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას;
ბ) საგრანტო კონკურსებზე ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი საგრანტო წინადადებების მომზადებას და მონიტორინგს;
დ) გრძელვადიანი ან/და მოკლე ვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას;
ე) საოპერაციო სამოქმედო გეგმის შემუშავების უზრუნველყოფა სტრატეგიული დოკუმენტების შესაბამისად;
ვ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის №15 დადგენილება (სსმ.01/04/2015. 010260020.35.175.016067).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე
დანართი