მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 |
|
2014 წლის 7 ოქტომბერი ქ. მცხეთა |
|
დანართი №1
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ტექსტში შემდგომ – გამგეობა) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ერთიანი სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის განხორციელებას, მის ორგანიზებას და მასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით”, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-თ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით
3. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამსახური წარმოადგენს გამგეობას.
4. სამსახურის დაფინანსების წყაროა მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
5. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
6. სამსახურის სრული სახელწოდებაა „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახური“.
1. სამსახური პასუხისმგებელია ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებაზე და უზრუნველყოფს:
ა) ტენდერების და კანონით დადგენილი შესყიდვის სხვა საშუალებების ორგანიზებას;
ბ) შესყიდვების პროცესის საჯაროობასა და გამჭვირვალობას;
გ) მუნიციპალური შესყიდვების ორგანიზაციების პროცედურებისა და სანიმუშო დოკუმენტების ფორმების მომზადებას;
დ) შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადებას;
ე) დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად შესყიდვების მომზადებასა და განხორციელებას;
ვ) შესყიდვის ხელშეკრულების პროექტის მომზადებას;
ზ) ერთიანი სისტემატიზებური ფორმით ინფორმაციის შეგროვებას დაგეგმილი და წარმოებული მუნიციპალური შესყიდვების, მუნიციპალური შესყიდვის არსებული და შესაძლო ობიექტის პოტენციური მომწოდებლებისა და მუნიციპალურ შესყიდვებში მონაწილე ორგანიზაციების, მათ მიერ საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მოწოდებაზე გაკეთებული შემოთავაზებების, აგრეთვე მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ;
თ) შესყიდვების ჩატარების შესახებ პერიოდული და ყოველწლიური ანგარიშების შედგენას.
ი) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ
დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.02.2018.
- როდის იქნა მიღებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 07.10.2014. მიმღები ორგანო — მცხეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №24. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.153.016229.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 12.02.2018-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.02.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №24, 07.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016229 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2536759/