შუახევის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.135.016066
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2013 წლის 28 თებერვალი

დაბა შუახევი

 

შუახევის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული შუახევის მუნიციპალიტეტის შემდეგი სიმბოლოები:
1. შუახევის მუნიციპალიტეტის გერბი და მისი აღწერილობა თანახმად №1 დანართისა;
2. შუახევის მუნიციპალიტეტის დროშა და მისი აღწერილობა თანახმად №2 დანართისა.
მუხლი 2
შუახევის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის გამოყენება და დაცვა განხორციელდეს „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის № 363 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად. 
მუხლი 3
შუახევის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის ორიგინალების შენახვის ადგილად განისაზღვროს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეიური ქათამაძე



დანართი №1
შუახევის მუნიციპალიტეტის გერბი

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა

 

გერბის ფარის ზურმუხტოვან ველს სამ ნაწილად ჰყოფს ვერცხლის ქობაშემოვლებული ლაჟვარდის ორთითასებრი ჰერალდიკური ჯვარი, რომელზეც მოთავსებულია მცირე ფარი - მეწამულ ველზე ოქროს სამკოშკიანი ციხე-სიმაგრე. შუა კოშკი ოდნავ მაღალია, ციხე-სიმაგრის ქვევით გამოსახულია ოქროს ხიდი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე - სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ზემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი „შუახევი“.


დანართი №2
შუახევის მუნიციპალიტეტის დროშა

 

შუახევის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა

 

დროშას სამ ნაწილად ჰყოფს მარჯვნივ გადაბრუნებული ვერცხლის ქობაშემოვლებული ლაჟვარდის ორთითასებრი ჰერალდიკური ჯვარი. დროშის მარჯვენა ნაწილი - მეწამულია, დროშის დანარჩენი ორი ველი მწვანეა.

დროშის პროპორცია 2:3.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შუახევის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „შუახევის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.02.2013.
როდის იქნა მიღებული „შუახევის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“?
„შუახევის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 28.02.2013. მიმღები ორგანო — შუახევის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №1. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.135.016066.
რამდენი მუხლისგან შედგება „შუახევის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „შუახევის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.02.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „შუახევის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“, №1, 28.02.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.135.016066 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1857049/