ქობულეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.131.016110
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/11/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2013 წლის 29 ნოემბერი

ქ. ქობულეთი

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და  დროშის გამოსახულებები:
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულება (დანართი №1).
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა (დანართი №2).
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის დროშის  გამოსახულება (დანართი №3).
  • ქობულეთის  მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა (დანართი №4).
  • მუხლი 2
    ქობულეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გამოყენება მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით.
    მუხლი 3
    დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეელგუჯა ბაგრატიონი



    დანართი №1
    ქობულეთის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულება

     

          

    დანართი №2
    ქობულეთის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა
    გერბის ფარი გაკვეთილი და გადაკვეთილია ოთხ ნაწილად. გერბის ფარის ცენტრში მოთავსებულია მეწამული ჰერალდიკური ფარი, რომელზეც გამოსახულია ვერცხლის შველი და ვერცხლის ცხრაქიმიანი ვარსკვლავი. I ნაწილი - ზურმუხტოვან ველზე გამოსახულია ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი, რომლის ქვემოთაც გამოსახულია თაღოვანი ხიდი და სამი შემცირებული ვერცხლის ტალღისებური სარტყელი. II ნაწილი - ლაჟვარდის ველსდიაგონალურად კვეთს სამი ვერცხლის სარტყელი. III ნაწილი - ლაჟვარდის ველს დიაგონალურად კვეთს სამი ვერცხლის სარტყელი. IV ნაწილი - ზურმუხტოვან ველზე გამოსახულია ვერცხლის ციხე-სიმაგრე, რომლის ქვემოთაც მოთავსებულია სამი შემცირებული ვერცხლის ტალღისებური სარტყელი.

    გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის), ნახევრად ღია კარიბჭით. 

    ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტის ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი - „ქობულეთი“.


    დანართი №3
    ქობულეთის მუნიციპალიტეტის დროშის  გამოსახულება

         

    დანართი №4
    ქობულეთის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა
    დროშა ვერტიკალურად გაყოფილია ორ ნაწილად. I ნაწილი - ზურმუხტოვანი ველი, რომელიც დროშის 1/3-ია. II ნაწილი - ლაჟვარდის ველი, რომელსაც ჰორიზონტალურად კვეთს სამი ვერცხლის სარტყელი. II  ნაწილს უჭირავს დროშის ფართობის 2/3. ზურმუხტისა და ლაჟვარდის ველებს შორის მოთავსებულია მეწამული ჰერალდიკური ფარი, ისე რომ მისი ნახევარი ზურმუხტის ველს ფარავს, ნახევარი კი – ლაჟვარდისას. მეწამულ ჰერალდიკურ ფარზე გამოსახულია ვერცხლის შველი და ვერცხლის ცხრაქიმიანი ვარსკვლავი.  ფარს გარსშემოუყვება  ვერცხლის კანტი.

    დროშის პროპორცია 2/3.


    ხშირად დასმული კითხვები

    მოქმედებს თუ არა „ქობულეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ“?
    დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.11.2013.
    როდის იქნა მიღებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ“?
    „ქობულეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 29.11.2013. მიმღები ორგანო — ქობულეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.131.016110.
    რამდენი მუხლისგან შედგება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ“?
    დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
    სად არის „ქობულეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
    ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.11.2013 მდგომარეობით.

    როგორ დავიმოწმოთ

    მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ“, №10, 29.11.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.131.016110 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.11.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2095274/