ქედის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
010090000.35.134.016048
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111031016, 01/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქედის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2011 წლის 28 ოქტომბერი
დაბა ქედა
ქედის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული ქედის მუნიციპალიტეტის შემდეგი სიმბოლოები:
ა)  ქედის მუნიციპალიტეტის გერბი და მისი აღწერილობა თანახმად №1 დანართისა;
ბ)  ქედის მუნიციპალიტეტის დროშა და მისი აღწერილობა თანახმად №2 დანართისა.
მუხლი 2
ქედის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის გამოყენება და დაცვა განხორციელდეს „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 3
ქედის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის ორიგინალების შენახვის ადგილად განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                       ბ. დიასამიძე

დანართი №1

ქედის მუნიციპალიტეტის გერბი

ქედის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა

გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად.  I  ნაწილი – მეწამული ველის თავში მოთავსებულია ჰერალდიკური ოქროს  ჯვარი, მის ქვემოთ ოქროს  ხიდი, რომლის კიდეები ეხება ველის მარჯვენა და მარცხენა კიდეებს, ხიდის ქვემოთ სამი შემცირებული ოქროს სარტყელი.  II ნაწილი – ზურმუხტოვან ველზე ოქროს ვაზი ფესვებით, სამი ნაყოფით (ყურძნის მტევნით) და სამი ფოთოლით.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხესიმაგრის ფორმის ) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაბთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია  დევიზი „ქედა“.
დანართი №2

ქედის მუნიციპალიტეტის დროშა

ქედის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა

დროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი მეწამულ და მწვანე ველებად. მეწამული ველის ზედა ნაწილში გამოსახულია ჰერალდიკური ოქროს ჯვარი, რომელიც ზომით დროშის სიმაღლის            2/7-ია  და ზედა კიდეს დაშორებულია 1/7-ით.
დროშის პროპორციაა 2:3.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქედის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.10.2011.
როდის იქნა მიღებული „ქედის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“?
„ქედის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 28.10.2011. მიმღები ორგანო — ქედის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №30. სარეგისტრაციო კოდი — 010090000.35.134.016048.
სად არის „ქედის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.10.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“, №30, 28.10.2011, სარეგისტრაციო კოდი 010090000.35.134.016048 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.10.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1500655/