თვითმმართველი ერთეული ტყიბულის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.125.016055
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №12

2012 წლის  11  ივნისი

ქ. ტყიბული

თვითმმართველი ერთეული ტყიბულის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 მარტის №11 განკარგულებით თვითმმართველი ერთეული ტყიბულის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის დადგენის მიზნით შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა თვითმმართველი ერთეული ტყიბულის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბი და დროშა) პროექტები, რომლებიც საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ 2012 წლის 28 მაისის №53 წერილის (თანხმობის) შესაბამისად შეაფასა დადებითად და გერბის და დროშის პროექტების წარდგენილი სახით დამტკიცება მისაღებად მიიჩნია.

აღნიშნულიდან გამომდინარე , „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანილი კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად , ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დ ა ა დ გ ი ნ ა:

    მუხლი 1.

დამტკიცდეს თვითმმართველი ერთეული ტყიბულის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა(გერბი და დროშა) , დანართი 1 -ის  შესაბამისად.

    მუხლი 2.

დამტკიცდეს თვითმმართველი ერთეული ტყიბულის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის(გერბი და დროშა) აღწერილობა , დანართი 2 -ის  შესაბამისად.

    მუხლი 4.

კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით ქათამაძეს.

    მუხლი 5.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                    დ . ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 1

 

 

 

 

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის დროშა

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2

თვითმმართველი ერთეული ტყიბულის მუნიციპალიტეტის გერბი

გერბის ფარი ირიბად არის სამ ნაწილად გაყოფილი – ცენტრში ზურმუხტოვანი ველი, ზემოთ ოქროს და ქვევით სევადი ველი. გერბის ფარის ზურმუხტოვან ველზე ოქროს გელათის სიმბოლოა მოთავსებული, რომლის ცენტრში ჯვარია გამოსახული.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრადღია კარიბჭით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი –  „ტყიბული“.

 

თვითმმართველი ერთეული ტყიბულის მუნიციპალიტეტის დროშა

დროშა ირიბად არის სამ ნაწილად გაყოფილი – ცენტრში ზურმუხტოვანი ველი, ზემოთ ოქროს და ქვევით სევადი ველი. ზურმუხტოვან ველზე ოქროს გელათის სიმბოლოა მოთავსებული, რომლის ცენტრში ჯვარია გამოსახული.

დროშის პროპორციაა 2:3 .