წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№77
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.122.016039
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 52, 17/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №77

ქ. წყალტუბო

2010 წლის 29 ოქტომბერი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ

„ადილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის ესკიზის შესარჩევი კონკურსის განმახორციელებელი დროებითი კომისიის 2010 წლის 30 ივნისის №1 ოქმის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) ესკიზი, კონკურსში წარმოდგენილი კოდით 27...04...71.... (ავტორი – მიხეილ ჟორჟოლიანი.დადგენილებას თან ერთვის გერბისა და დროშის ესკიზი და სიმბოლიკის აღწერილობა ორ ფურცლად).

    მუხლი 2

 დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას (ო. ჩიტაიშვილი), წარმოადგინოს წინადადებები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამზადებასთან დაკავშირებით, დამტკიცებული ესკიზის შესაბამისად.

    მუხლი 3

 კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ზაზა მეტრეველს.

    მუხლი 4

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუ პრ აძის ქ.№11), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 5

 დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე,საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე               მ. საღარეიშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №1

 

 

დანართი №2

წყალტუბოს მუნიციპალური გერბი

წყალტუბოს მუნიციპალური გერბი წარმოადგენს: გერბის ფარი გაკვეთილია და გადაკვეთ ი ლი, იყოფა ოთხ ნაწილად. I ნაწილი – მწვანე ველზე ორკოშკიანი ქონგურებიანი ოქროს ციხე-სიმაგრე, რომლის თავზე ცენტრში აღმართულია ოქროსტარიანი ვერცხლის ბანერი (ბანერის ტარი მარჯვენა კოშკზეა დამაგრებული). ბანერზე გამოსახულია მეფე თამარის მეწამული ხელრთვა. II და III ნაწილი – ლურჯ ველზე ვერცხლის შადრევანი ოქროს სამი წყაროთი. IV ნაწილი – მწვანე ველზე ოქროს „დინოზავრი“.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ ვერცხლ-მწვანე ბაფთაზე მოთავსებულია გერბის დევიზი. ბაფთის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი „წყალტუბო“.

წყალტუბოს მუნიციპალური დროშა

დროშა იყოფა ოთხ ნაწილად I ნაწილი – მწვანე ველზე ცენტრში გამოსახულია ვერცხლის ე.წ. „ფრანგული“ ფარი. ფარზე – მეფე თამარის მეწამული ხელრთვა. II და III ნაწილი წარმოადგენს ლურჯ ველს. IV ნაწილი – მწვანე ველს.

დროშის პროპორციაა 2/3.

    

 

 

 

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.10.2010.
როდის იქნა მიღებული „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ“?
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 29.10.2010. მიმღები ორგანო — წყალტუბოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №77. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.122.016039.
სად არის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.10.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ“, №77, 29.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016039 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1084080/