წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №88
2010 წლის 31 დეკე მბერი
ქ. წყალტუბო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმ ი თ გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1
განისაზღვროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმ ი თ გადაცემის საწყისი წლიური ქირა შემდეგი ოდენობით:
1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე – შესაბამის ტერიტორიულ ზონაში მოქმედი მიწის ნორმატიული ფასის 6%.
2. სხვა უძრავ ნივთებზე –ნივთის საბაზრო ღირებულების 6%.
3. მოძრავ ნივთებზე –ნივთის საბაზრო ღირებულების 10%.
მუხლი 2
ცნობად იქნეს მიღებული, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიულ ფასსა და ტერიტორიული ზონების საზღვრებს განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3
ამ დადგენილების 1-ლი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ნივთების საბაზრო ღირებულება განისაზღვროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 4
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმოთ გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №17 დადგენილება.
მუხლი 5
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ეკონომიკურ საკითხთა და ინფრასტრუქტურის კომისიას (ჯ. შუღლაძე).
მუხლი 6
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. საღარეიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.12.2010.
- როდის იქნა მიღებული „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
- „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 31.12.2010. მიმღები ორგანო — წყალტუბოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №88. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.122.016051.
- სად არის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.12.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №88, 31.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016051 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1172331/