ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №9
2012 წლის 19 მარტი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -16 მუხლის მე -2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202 -ე და 204 -ე მუხლების, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად , ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
მუხლი 1. ტყიბულის მუნიციპალიტეტში საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრ ო ს დასაბეგრი ქონების ღირებულების ერთი პროცენტის ოდენობით.
მუხლი 2. ტყიბულის მუნიციპალიტეტში საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების ერთი პროცენტის ოდენობით.
მუხლი 3 . სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვროს მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 4. ტყიბულის მუნიციპალიტეტში ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს:
1. 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის -საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,05 პროცენტის ოდენობით.
2. 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 5. ტყიბულის მუნიციპალიტეტში სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი განისაზღვროს:
1. სახნავისათვის (მათ შორის , მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსთვის ერთ ჰექტარზე 60 ლარის ოდენობით.
2. ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით განისაზღვროს ერთ ჰექტარზე 30 ლარის ოდენობით.
3. სათიბებისა და საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული).
| საბაზისო განაკვეთი (ლარი/ჰა) | |
|
სათიბები |
საძოვრები |
| 19 |
15
|
მუხლი 6. ტყიბულის მუნიციპალიტეტში არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტი განისაზღვროს 0,43 -ის ოდენობით და შესაბამისად არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს ერთ კვადრატულ მეტრზე 0,1032 ლარის ოდენობით.
მუხლი 7. გაუქმდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №3 დადგენილება„ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“.
მუხლი 8. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ . ქათამაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.09.2012.
- როდის იქნა მიღებული „ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
- „ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 19.03.2012. მიმღები ორგანო — ტყიბულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.125.016052.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 10.09.2012-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.09.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №9, 19.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016052 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1614783/