ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2011 წლის 25 თებერვალი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე და 204-ე მუხლების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად , ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
მუხლი 1
ტყიბულის მუნიციპალიტეტში საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრ ო ს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 2
ტყიბულის მუნიციპალიტეტში საწარმოსთვის/ორგანიზაციისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 3
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს:
1. 100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,05 პროცენტის ოდენობით.
2. 100000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 4
ტყიბულის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს:
1. სათიბებისა და საძოვრებისათვის
| გადასახადის განაკვეთი ( ლარი / ჰა ) | |||
| სათიბები | საძოვრები | გაკულტურებული | |
| სათიბი | საძოვარი | ||
| 16 | 10 | 19 | 15 |
2. სხვა მიწებისათვის
| გადასახადის განაკვეთი(ლარი/ჰა) | |
| მიწის ხარისხი | |
| კარგი | მწირი |
| 60 | 52 |
მუხლი 5
ტყიბულის მუნიციპალიტეტში არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტი განისაზღვროს 0,43 -ის ოდენობით და შესაბამისად არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს ერთ კვადრატულ მეტრზე 0,1032 ლარის ოდენობით.
მუხლი 6
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ზ. ობოლაძეს.
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ . ქათამაძე
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2011 წლის 25 თებერვალი
ქ.
ტყიბულიტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე და 204-ე მუხლების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად , ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
მუხლი 1
ტყიბულის მუნიციპალიტეტში საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრ
ოს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 2
ტყიბულის მუნიციპალიტეტში საწარმოსთვის/ორგანიზაციისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 3
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს:
1. 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის
– საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,05 პროცენტის ოდენობით.2. 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 4
ტყიბულის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს:
1. სათიბებისა და საძოვრებისათვის
| გადასახადის განაკვეთი ( ლარი/ ჰა ) | |||||||
| სათიბები | საძოვრები | გაკულტურებული | |||||
| სათიბი | საძოვარი 16 10 19 15 2. სხვა მიწებისათვის
მუხლი 5 ტყიბულის მუნიციპალიტეტში არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტი განისაზღვროს 0,43 -ის ოდენობით და შესაბამისად არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს ერთ კვადრატულ მეტრზე 0,1032 ლარის ოდენობით. მუხლი 6 კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ზ. ობოლაძეს. მუხლი 7 დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე დ . ქათამაძე | ||||||