ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.02.2011 ძალადაკარგული 19.03.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.125.016024
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110228044, 09/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2011 წლის 25 თებერვალი

ქ. ტყიბული

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე და 204-ე მუხლების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად , ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

    მუხლი 1

ტყიბულის მუნიციპალიტეტში საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრ ო ს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.

    მუხლი 2

ტყიბულის მუნიციპალიტეტში საწარმოსთვის/ორგანიზაციისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.

    მუხლი 3

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს:

1. 100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,05 პროცენტის ოდენობით.

2. 100000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 პროცენტის ოდენობით.

    მუხლი 4

    ტყიბულის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს:

1. სათიბებისა და საძოვრებისათვის

გადასახადის განაკვეთი ( ლარი / ჰა )

სათიბები

საძოვრები

გაკულტურებული

სათიბი

საძოვარი

16

10

19

15

 

2. სხვა მიწებისათვის

გადასახადის განაკვეთი(ლარი/ჰა)

მიწის ხარისხი

კარგი

მწირი

60

52

    მუხლი 5

ტყიბულის მუნიციპალიტეტში არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტი განისაზღვროს 0,43 -ის ოდენობით და შესაბამისად არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს ერთ კვადრატულ მეტრზე 0,1032 ლარის ოდენობით.

    მუხლი 6

კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს        ზ. ობოლაძეს.

    მუხლი 7

დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

     საკრებულოს თავმჯდომარე                                 დ . ქათამაძე