საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 |
|
2013 წლის 25 იანვარი ქ. საჩხერე |
|
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12' მუხლის შესაბამისად საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს „დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების“ მოსაკრებელი.
მუხლი 2🔗
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 50 თეთრის ოდენობით თვეში.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი № 1-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
იურიდიული პირების, საწარმოების, დაწესებულებების და ინდ. მეწარმეებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების, ნარჩენების გაუვნებლობისა და განთავსების, აგრეთვე ქუჩების დაგვა-დასუფთავების ხარჯები დაიფაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
მუხლი 6🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №15 დადგენილება და ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის და ცალკეული ორგანიზაციების, დაწესებულებების და იურიდიული და მეწარმე ფიზიკური პირებისათვის მოსაკრებლის ოდენობის საანგარიშო სიდიდეების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 3 დეკემბრის №53 დადგენილება.
მუხლი 7🔗
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა ზაბახიძე
დანართი №1წინამდებარე ინსტრუქცია (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე და განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს.
მუხლი 1.🔗
ზოგადი ნაწილი1.
ეს წესი აწესრიგებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.2.
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.3.
ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.4.
მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა, ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.5.
მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოსაკრებლი ამოიღება ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2.🔗
მოსაკრებლის გადამხდელიმოსაკრებლის გადამხდელია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი.
მუხლი 3.🔗
მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი1.
მოსაკრებლის განაკვეთს, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12' მუხლის შესაბამისად.
2.
მოსაკრებელი იურიდიული პირების, საწარმოების, დაწესებულებების და ინდ. მეწარმეებისათვის გაიანგარიშება – დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების წარმომქნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.3.
მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში – ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში – მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.4.
მოსახლე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.5.
ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწეროს ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.6.
მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების, იურიდიული პირების და ინდ. მეწარმეების სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წამოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.7.
მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქნელთა რაოდენობის ცვლილებების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.
მუხლი 4.🔗
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებამოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლდეს საჩხერის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალურად დაუცველი ოჯახები.
მუხლი 5.🔗
მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესიმოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
მუხლი 6.🔗
მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები1.
მოსაკრებლის გადახდა წარმოებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ქვითრის საშუალებით.2.
ქვითრის ტიპური ფორმის სავალდებულო რეკვიზიტებია:ა)
მესაკუთრის მონაცემები;ბ)
მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;გ)
გადასახდელი თანხა;დ)
გადახდის ვადა;ე)
გადახდის ადგილი.3.
მოსაკრებელი გადაიხდება თვეში ერთხელ, მოსაკრებლის გადახდის ბოლო ვადაა ყოველი მოდევნო თვის 10 რიცხი.4.
გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
მუხლი 7.🔗
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის|
№ საქმიანობა ზომის ერთეული განაკვეთი თვეში შენიშვნა1 აგრარული ბაზარისაერთო ფართის 1 მ2 0.112 შერეული საქონლის ბაზრობები, საბითუმო ვაჭრობის საწყობებისაერთო ფართის 1 მ2 0.113 სასურსათო საქონლის მაღაზიებისამუშაო ფართის 1 მ2 0.3 4 სამრეწველო საქონლის მაღაზიებისამუშაო ფართის 1 მ2 0.2 5 საავადმყოფო ერთი საწოლი 1.446 პოლიკლინიკა, სტომატოლოგიური კაბინეტი, დიაგნოსტიკური და სამკურნალო ცენტრებისაერთო ფართის 1 მ2 0.117 აფთიაქებისამუშაო ფართის 1 მ2 0.228 ავტოსადგურებიღია საერთო ფართის 1 მ2 0.109 ავტოსადგომებიღია საერთო ფართის 1 მ2 0.0110 ბენზინგასამართი სადგურები, ავტოსარემონტო და ტექ. მომსახურების ადგილებიღია საერთო ფართის 1 მ2 0.0711 რკინიგზის სადგურიღია საერთო ფართის 1 მ2 0.0112 სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდებარე წარმოებების და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის ობიექტებისაერთო ფართის 1 მ2 0.1613 სერიული პროდუქციის მწარმოებელი საწარმოების შენობები (საწარმოო ნარჩენების გარდა)საერთო ფართის 1 მ2 0.0514 რესტორნები, სასადილოები, კაფეები, ბარები ერთ დასაჯდომ ადგილზე0.5 15 სარიტუალო დარბაზები ერთ დასაჯდომ ადგილზე 0.1516 საცხობებისაერთო ფართის 1 მ2 0.2 17 აბანოები და საუნებისაერთო ფართის 1 მ2 0.1218 სადალაქოები, სილამაზის სალონებისაერთო ფართის 1 მ2 0.3019 სამხედრო ნაწილები ერთი ადგილი 0.6220 დისკოთეკები, კაზინოები, ტოტალიზატორები, ატრაქციონებისაერთო ფართის 1 მ2 0.3721 სტადიონები და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსებიღია საერთო ფართის 1 მ2 0.0122 სასტუმროები ერთი საწოლი 1.2423 სკოლები, საბავშვო ბაღები და სხვა სასწავლო დაწესებულებები ერთი მოსწავლე 0.0724 კინოთეატრები და თეატრები ერთი სავარძელი0.1 25 მუზეუმები და ბიბლიოთეკებისაერთო ფართის 1 მ2 0.0126 სხვა ოფისები და სააგენტოები, თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკებისაერთო ფართის 1 მ2 0.09 |