წალკის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციისა და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 |
|
2018 წლის 2 ივლისი ქ. წალკა |
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 0.50 ლარის ოდენობით თვეში. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებელი იურიდიული პირების, ორგანიზაციების, დაწესებულებების და ინდ. მეწარმეებისათვის განისაზღვროს 10 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე.
|
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.
3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
4. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა, ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.
5. მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოსაკრებელი ამოიღება ამ წესის შესაბამისად.
2. მოსახლე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას, შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწეროს ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
4. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწერება იმ იურიდიული პირების, ორგანიზაციების, დაწესებულებების და ინდ. მეწარმეების სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წამოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
5. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
6. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას, მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს წალკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
7. მესაკუთრე (უძრავი ქონებით მოსარგებლე) ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქნელთა რაოდენობის ცვლილებების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.
8. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.
3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქნელთა მიერ ნარჩენების წარმოქნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.
4. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
5. გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
6. ნარჩენების წარმომქნელის მიერ ნარჩენების წარმოქნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი.
7. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.
8. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის საცხოვრებელ ადგილას არყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ.
2. ქვითრის ტიპური ფორმის სავალდებულო რეკვიზიტებია:
ა) მესაკუთრის (დროებით მოსარგებლის) მონაცემები;
ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
გ) გადასახდელი თანხა;
დ) გადახდის ვადა;
ე) გადახდის ადგილი.
3. მოსაკრებელი გადაიხდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.