მესტიის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№43
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.103.016149
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (7 მუხლი)
 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №43

2014 წლის 5 ნოემბერი

დ. მესტია

 

მესტიის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
დამტკიცდეს მესტიის  მუნიციპალიტეტის გერბი თანახმად №1 დანართისა.
მუხლი 2
 დამტკიცდეს მესტიის  მუნიციპალიტეტის დროშა თანახმად №2 დანართისა.
მუხლი 3
მესტიის  მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის გამოყენება და დაცვა განხორციელდეს „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4
 მესტიის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის ორიგინალების შენახვის ადგილად განისაზღვროს მესტიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
მუხლი 5
„თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი მოთხოვნებისა და მესტიის  მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დაცვის უზრუნველყოფა დაეკისროს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 6
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის  შესაბამისად.

 

მუხლი 7
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე



დანართი №1
       მესტიის  მუნიციპალიტეტის გერბი.                    

მესტიის  მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა

გერბის ფარი გაკვეთილია და  გადაკვეთილია 4 ნაწილად (ველად).

 I– მეწამულ  (წითელ) ველზე  გამოსახულია  ვერცხლის (თეთრი)  შუბოსანი, ვერცხლის ფარიანი,  ქვეითი  წმინდა გიორგი  ოქროს შარავანდედით თავზე.

II- ლაჟვარდოვან ველს კვეთს სამი ვერცხლის სარტყელი, რომლის ზედა ნაწილში გამოსახულია ოქროს ვერძის ტყავი.

III- ველი გადაკვეთილია ვერცხლის ტეხილით, რომლის ზურმუხტის ველზე გამოსახულია ოქროს დათვი აღჭურვილი წითელი ენით, ხოლო ზედა  ნაწილი ლაჟვარდის ფერია.

IV– ნაწილის მეწამულ ველზე ცენტრში  გამოსახულია ვერცხლის სახლი და  კოშკი, რომლის მარჯვნივ გამოსახულია ოქროს კვერთხი, ხოლო მარცხნივ  - ზეაღმართული ოქროს ხმალი.

 ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია  დევიზი "მესტია".

 

                  


დანართი  №2
მესტიის  მუნიციპალიტეტის დროშა

მესტიის  მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა

მესტიის დროშა მეწამულ-ოქროსფერია. მეწამულ ველზე გამოსახულია ვერცხლის (თეთრი) შუბოსანი, ვერცხლის ფარით,  ქვეითი  წმინდა გიორგი  ოქროს შარავანდედით თავზე, რომელიც დროშის 7/9-ია.                                                              

  დროშა ბოლოვდება ორი ტოლფერდა  ოქროს სამკუთხედით, რომელთა წვერები მიდის დროშის სიგრძის შუამდე.              

    დროშის პროპორციაა 2:3

                                                    


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მესტიის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მესტიის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.11.2014.
როდის იქნა მიღებული „მესტიის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“?
„მესტიის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 05.11.2014. მიმღები ორგანო — მესტიის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №43. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.103.016149.
რამდენი მუხლისგან შედგება „მესტიის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „მესტიის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.11.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მესტიის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“, №43, 05.11.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.103.016149 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.11.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2570145/