ყვარლის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.164.016073
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №21

2012 წლი ს 9 აგვისტო

ქ. ყვარელი       

ყვარლის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად:

1. დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული ყვარლის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის გამოსახულებები:

ა) ყვარლის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის გამოსახულებები, დანართი №1;

ბ)ყვარლის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა, დანართი №2;

გ)ყვარლის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა, დანართი №3 .

2. ყვარლის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გამოყენება მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით .

3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი      ზ. ლომიძე

 

დანართი № 1

 

 

დანართი №2

ყვარლის მუნიციპალიტეტის გერბი

(აღწერილობა)

გერბის ფარი შუაზე ტეხილადაა გადაკვეთილი, ხოლო ზედა ნაწილი გაკვეთილია და იყოფა ორ ველად. I ნაწილი – ზურმუხტოვან ველზე ვერცხლის ორკოშკიანი გალავანი ღია კარიბჭით. კოშკებს შორის მოთავსებულია ოქროს გვირგვინი, ხოლო კარიბჭის ქვემოთ ოქროს ვაზი. II ნაწილი – ვერცხლის ველზე მეწამული ჯვარი. III ნაწილი - მეწამულ ველზე ვერცხლის ფრთოსანი ცხენი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრადღია კატარაქტიანი კარიბჭით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული  ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია  დევიზი „ყვარელი“.

 

 

დანართი №3

ყვარლის მუნიციპალიტეტის დროშა

(აღწერილობა)

დროშის ქსოვილი ჰორიზონტალურად არის გაყოფილი ორ თანაბარ ნაწილად – მეწამულ და მწვანე ველებად, რომელთა შორის მარცხნიდან შეჭრილია თეთრი ფერის ტოლგვერდა სამკუთხედი, რომლის ცენტრში გამოსახულია მეწამული ჯვარი.

დროშის პროპორციაა 2:3.

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ყვარლის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.08.2012.
როდის იქნა მიღებული „ყვარლის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ“?
„ყვარლის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 09.08.2012. მიმღები ორგანო — ყვარლის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №21. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.164.016073.
სად არის „ყვარლის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.08.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ“, №21, 09.08.2012, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.164.016073 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.08.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1724958/