დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის - გერბის და დროშის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
დედოფლისწყაროსმუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2011 წ ლის 29 აპრილი
ქ. დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის - გერბის და დროშის დამტკიცების თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლისა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს 2011 წლის 14 აპრილის № 26 წერილის (დასკვნის) შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სიმბოლოები: გერბი და დროშა თანდართული დანართის თანახმად;
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;
3. დადგენილების გასაჩივრება შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ. დედოფლისწყარო, ჰამლეტ გონაშვილის ქ.№2) უშუალო ზი ა ნის მიყენებიდან სამი თვის ვადაში;
საკრებულოს თავმჯდომარე ლ. ბაღაშვილი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის №7 დადგენილების დანართი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გერბი წარმოადგენს:
გერბის ფარი გაკვეთილია, გადაკვეთილია და იყოფა ოთხ ნაწილად: I- ლურჯ ველზე ოქროს მთაზე მდგარი ოქროს აღჭურვილი ციხე-სიმაგრე, ორი კოშკით, რომელთა შორის გალავანზე აღმართულია ვერცხლის ხორუგვი, რომელზეც გამოსახულია მეფე თამარის წითელი ხელრთვა. ციხე-სიმაგრის სარკმლები და ნახევრად ღია კარიბჭის ველი მეწამულია. II-მეწამულ ველის ზედა ნაწილში მოთავსებულია ოქროს თასი, მის ქვემოთ ვერცხლის წყარო, დაბლა ოქროს მთა; III- ვერცხლის ველზე კამეჩის შავი თავი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი – „დედოფლისწყარო“.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს:
დროშა ვერტიკალურად გაყოფილია ორ ნაწილად – ლურჯ და მეწამულ ველებად. ლურჯ ველი ს უჭირავს დროში ს 1/3, ხოლო მეწამულ ველს დროშის 2/3. ლურჯ და მეწამულ ველთა გადაკვეთაზე გამოსახულია ჰერალდიკური ფარი – ვერცხლის ველზე მეფე თამარის მეწამული ხელრთვა (ფარის და შ ორება ზედა და ქვედა კიდეებთან წარმოადგენს დროშის სიმაღლის 1/5-ს.
დროშის პროპორციაა 2/3.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის - გერბის და დროშის დამტკიცების თაობაზე“?
- დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის - გერბის და დროშის დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.04.2011.
- როდის იქნა მიღებული „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის - გერბის და დროშის დამტკიცების თაობაზე“?
- „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის - გერბის და დროშის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 29.04.2011. მიმღები ორგანო — დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 010020000.35.169.016041.
- სად არის „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის - გერბის და დროშის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.04.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის - გერბის და დროშის დამტკიცების თაობაზე“, №7, 29.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 010020000.35.169.016041 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1316697/