საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სიმბოლოების-გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №8
2011 წ ლის 27 მაისი
ქ. საგარეჯო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სიმბოლოების–გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -8 მუხლის შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სიმბოლოები (გერბი და დროშა) და მათი აღწერილობა დანართის შესაბამისად (დანართი №1; №2).
2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი . ჭიაურელი
დანართი №1
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გერბი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა
გერბის ფარი გაკვეთილია და ორ ნაწილადაა გაყოფილი. I-ლი ძოწის ველზე ოქროს სახელოიანი ოქროს ხელის მტევანი, რომე ლ საც შვიდი ოქროს სხივით გასხივოსნებული ოქროს ქვა უჭრავს. ოქროს ხელის მტევნის ზემოთ და ქვემოთ მოთავსებულია ექვს -ექვსი (3/3და 3/3 -ზე) ოქროს ჯვარი.
II ნაწილი – მეწამულ ველზე ოქროს სარზე შემოხვეული, ფესვებიანი ოქროს ვაზი, სამი ფოთლით და სამი მტევნით.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე -სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიაშკარით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ -მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევ ი ზი – „საგარეჯო“.
დანართი №2
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დროშა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა
დროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი ძოწისა და მეწამულ ველებად. ძოწის ველს უჭირავს დროშის 1/3. მასზე გამოსახულია ოქროსსახელოიანი ოქროს ხელის მტევანი, რომელსაც ოქროს გასხივოსნებული ქვა უჭირავს. ოქროს ხელის მტევნის ზემოთ და ქვემოთ მოთავსებულია ექვს–ექვსი (3/3 და 3/3 -ზე) ოქროს ჯვარი.
დროშის პროპორციაა 2:3 .
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სიმბოლოების-გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სიმბოლოების-გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.05.2011.
- როდის იქნა მიღებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სიმბოლოების-გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“?
- „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სიმბოლოების-გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 27.05.2011. მიმღები ორგანო — საგარეჯოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №8. სარეგისტრაციო კოდი — 010020000.35.165.016036.
- სად არის „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სიმბოლოების-გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.05.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სიმბოლოების-გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“, №8, 27.05.2011, სარეგისტრაციო კოდი 010020000.35.165.016036 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1341528/