"ხობის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.12.2010 ბოლო ცვლილება 31.05.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.106.016010
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 70, 29/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №17

2010 წლის 20 დეკემბერი

ქ. ხობი

ხობის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს ხობის მუნიციპალიტეტის გერბი თანახმად №1 დანართისა.

2. დამტკიცდეს ხობის მუნიციპალიტეტის დროშა თანახმად №2 დანართისა.

3. ხობის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის გამოყენება და დაცვა განხორციელდეს „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. ხობის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის ორიგინალების შენახვის ადგილად განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

5. „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი მოთხოვნებისა და ხობის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დაცვის უზრუნველყოფა დაეკისროს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე      მ. ჭოხონელიძე


დანართი 1

 

ხობის მუნიციპალიტეტის გერბი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხობის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა

 

1. ხობის მუნიციპალიტეტის გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, რომელიც გაკვეთილია და იყოფა 2 ნაწილად. პირველ ნაწილს უჭირავს ფარის 2/3 ხოლო მეორე ნაწილს – ფარის 1/3. გერბის ფარის პირველი ნაწილი წარმოადგენს ვერცხლის ველს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ლურჯი მცირე ფარი. მცირე ფარის ლურჯ ველზე გამოსახულია წმინდა მარიამ ღვთისმშობლის ვერცხლის კვართი. გერბის ფარის მეორე ნაწილი წარმოადგენს ლურჯ ტალღოვან ველს, რომლის ზედა ნაწილი გადაკვეთილია ვერცხლის ორი ტალღოვანი სარტყელით.

2. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

3. ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-ლურჯი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი – „ხობი“.

 


დანართი 2

 

ხობის მუნიციპალიტეტის დროშა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხობის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა

 

1. ხობის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომელიც ჰორიზონტალურად არის გაყოფილი ორ ნაწილად – თეთრ და ლურჯ ველებად. პირველ ნაწილს უჭირავს დროშის 2/3, მეორე ნაწილს –  დროშის 1/3. დროშის პირველ ნაწილში თეთრ ველზე, ცენტრში, მოთავსებულია ლურჯი მცირე ფარი. მცირე ფარის ლურჯ ველზე გამოსახულია წმინდა მარიამ ღვთისმშობლის თეთრი კვართი. დროშის მეორე ნაწილი წარმოადგენს ლურჯ ველს.

2. დროშის პროპორციაა: 2/3.

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა "ხობის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ"?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "ხობის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ" ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.05.2018.
როდის იქნა მიღებული "ხობის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ"?
"ხობის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ" მიღებულია 20.12.2010. მიმღები ორგანო — ხობის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.106.016010.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება "ხობის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ"-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 31.05.2018-დან.
სად არის "ხობის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.05.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "ხობის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ", №17, 20.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016010 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1152077/