ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების–გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს
დადგენილება №2
2011 წლის 3 იანვარი
დ.ხარაგაულ ი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შემდეგი სიმბოლოები (გერბი და დროშა) შეთანხმების თარიღი 2010 წლის 29 სექტემბერი №95
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გერბი წარმოადგენს: გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა 2 ნაწილად. I ნაწილი წარმოადგენს მწვანე ველს, II ნაწილი – ვერცხლის ველს. ფარის მწვანე ველზე სიმბოლურად გამოსახულია ორი ვერცხლის მთა – მარჯვენა მთის 1/4, ხოლო მარცხენა მთის 1/2. ფარის ვერცხლის ველზე სიმბოლურად გამოსახულია ორი მწვანე მთა–მარჯვენა მთის 1/2, ხოლო მარცხენა მთის 1/4. ფარის მწვანე ველის თავში გამოსახულია სამი შემცირებული ვერცხლის სარტყელი, ხოლო ფარის ვერცხლის ველის თავში გამოსახულია სამი შემცირებული მწვანე სარტყელი. მწვანე ველზე გამოსახულ ვერცხლის მთებს ძირში გადაკვეთს სამი შემცირებული მწვანე სარტყელი, ხოლო ვერცხლის გამოსახულ მწვანე მთებს ძირში გადაკვეთს სამი შემცირებული ვერცხლის სარტყელი.
ფარის ცენტრში მოთავსებულია მცირე ფარი, რომელიც გაკვეთილია და იყოფა ორ ველად–მწვანე და ვერცხლის ველებად. მცირე ფარის ცენტრში გამოსახულია ვერცხლ-მწვანე ჯვარი (ე.წ.„ლათინური“ ჯვრის ფორმის) . მწვანე ველზე ჯვრის მარჯვენა მკლავი ვერცხლისაა, ხოლო ვერცხლის ველზე ჯვრის მარცხენა მკლავი–მწვანე. ჯვრის მკლავებს შორის გამოსახულია
4. მცირე ზომის ჯვარი. ზედა ჯვრები წარმოადგენ ს ე.წ. „ბერძნულ“ ჯვრებს, ხოლო ქვედა– ე.წ. „ლათინურ“ ჯვრებს. მწვანე ველზე გამოსახული მცირე ჯვრები ვერცხლისაა, ხოლო ვერცხლის ველზე გამოსახული მცირე ჯვრები– მწვანე.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი– სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი( ცეხესიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი– „ხარაგაული“ (დანართი №1).

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გერბი
2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს: დროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი ორ ნაწილად– მწვანე და თეთრ ველებად.
დროშის ცენტრში გამოსახულია ვერცხლ-მწვანე ჯვარი (ე.წ. „ლათინური“ ჯვრის ფორმის). მწვანე ველზე ჯვრის მარჯვენა მკლავი თეთრია, ხოლო თეთრ ველზე ჯვრის მარცხენა მკლავი –მწვანე. ჯვრის მკლავებს შორის გამოსახულია ოთხი მცირე ზომის ჯვარი. ზედა ჯვრები წარმოადგენენ ე.წ. „ბერძნულ“ ჯვრებს, ხოლო ქვედა ე.წ. „ლათინურ“ ჯვრებს. მწვანე ველზე გამოსახული მცირე ჯვრები თეთრია, ხოლო თეთრ ველზე გამოსახული მცირე ჯვრები– მწვანე.
დროშის პროპორცია 2/3. (დანართი №2).

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დროშა
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი
დანართი№1
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გერბი წარმოადგენს:
გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა 2 ნაწილად. I ნაწილი წარმოადგენს მწვანე ველს, II ნაწილი ვერცხლის ველს. ფარის მწვანე ველზე სიმბოლურად გამოსახულია ორი ვერცხლის მთა– მარჯვენა მთის 1/4, ხოლო მარცხენა მთის 1/2. ფარის ვერცხლის ველზე სიმბოლურად გამოსახულია ორი მწვანე მთა–მარჯვენა მთის 1/2, ხოლო მარცხენა მთის 1/4. ფარის მწვანე ველის თავში გამოსახულია სამი შემცირებული ვერცხლის სარტყელი, ხოლო ფარი ვერცხლის ველის თავში გამოსახულია სამი შემცირებული მწვანე სარტყელი. მწვანე ველზე გამოსახულ ვერცხლის მთებს ძირში გადაკვეტავს სამი შემცირებული მწვანე სარტყელი, ხოლო ვერცხლის გამოსახულ მწვანე მთებს ძირში გადაკვეთავს სამი შემცირებული ვერცხლის სარტყელი.
ფარის ცენტრში მოთავსებულია მცირე ფარი, რომელიც გაკვეთილია და იყოფა ორ ველად–მწვანე და ვერცხლის ველებად. მცირე ფარის ცენტრში გამოსახულია ვერცხლ-მწვანე ჯვარი(ე.წ.„ლათინური“ ჯვრის ფორმის) . მწვანე ველზე ჯვრის მარჯვენა მკლავი ვერცხლისაა, ხოლო ვერცხლის ველზე ჯვრის მარცხენა მკლავი–მწვანე. ჯვრის მკლავებს შორის გამოსახულია 4 მცირე ზომის ჯვარი. ზედა ჯვრები წარმოადგენენ ე.წ. „ბერძნულ) ჯვრებს, ხოლო ქვედა– ე.წ. „ლათინურ“ ჯვრებს. მწვანე ველზე გამოსახული მცირე ჯვრები ვერცხლისაა, ხოლო ვერცხლის ველზე გამოსახული მცირე ჯვრები– მწვანე.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი– სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი( ცეხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი– „ხარაგაული“.
დანართი №2
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს:
დროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი ორ ნაწილად– მწვანე და თეთრ ველებად.
დროშის ცენტრში გამოსახულია ვერცხლ-მწვანე ჯვარი (ე.წ. „ლათინური“ ჯვრის ფორმის). მწვანე ველზე ჯვრის მარჯვენა მკლავი თეთრია ხოლო თეთრ ველზე ჯვრის მარცხენა მკლავი –მწვანე. ჯვრის მკლავებს შორის გამოსახულია ოთხი მცირე ზომის ჯვარი. ზედა ჯვრები წარმოადგენ ს ე.წ. „ბერძნულ“ ჯვრებს, ხოლო ქვედა– ე.წ. „ლათინურ“ ჯვრებს. მწვანე ველზე გამოსახული მცირე ჯვრები თეთრია, ხოლო თეთრ ველზე გამოსახული მცირე ჯვრები– მწვანე.
დროშის პროპორცია 2/3.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების–გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების–გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.04.2011.
- როდის იქნა მიღებული „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების–გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“?
- „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების–გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 03.01.2011. მიმღები ორგანო — ხარაგაულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.128.016034.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების–გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 04.04.2011-დან.
- სად არის „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების–გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.04.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების–გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“, №2, 03.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.128.016034 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1174263/