"აბაშის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.11.2010 ბოლო ცვლილება 27.07.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.110.016014
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 60, 07/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2010 წლის 26 ნოემბერი

ქ. აბაშა

აბაშის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები (დროშა, გერბი; თან ერთვის ესკიზი და ესკიზის განმარტება).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №91 განკარგულება„აბაშის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“.

3. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად,გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე                      დ. თოფურია

აბაშის მუნიციპალიტეტის გერბი წარმოადგენს:

გერბის ფარი გადაკვეთილია და ქვემო თ გაკვეთილი და იყოფა სამ ნაწილად: I ნაწილი – ვერცხლის ველზე ლაჟვარდის ხმალი, რომლის ზემოთ მოთავსებულია მეწამული ჰერალდიკური ჯვარი; II ნაწილი – ლაჟვარდის ველზე ოქროს საწმისი; III ნაწილი – მწვანე ველზე ხუთი ოქროს თავთავი. მწვანე ველს ზემოთ და ქვემოთ კვეთს სამი შემცირებული, ტალღოვანი ვერცხლის სარტყელი.

გერბ ი ს ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი, ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდ ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი „აბაშა“.

აბაშის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს:

დროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი სამ ნაწილად. დროშის I ნაწილ ი წარმოადგენს ლაჟვარდის ველს და უჭირავს დროშის სიგანის 1/5. II ნაწილი (დროშის ცენტრალური ნაწილი) წარმოადგენს თეთრ ველს, რომელზეც გამოსახულია მეწამული ვარსკვლავი და უჭირავს დროშის  სიგანის 3/5. III ნაწილი წარმოადგენს მწვანე ველს და უჭირავს დროშის სიგანის 1/5.

დროშის პროპორცია ა 2/3.

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა "აბაშის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ"?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "აბაშის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ" ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.07.2015.
როდის იქნა მიღებული "აბაშის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ"?
"აბაშის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ" მიღებულია 26.11.2010. მიმღები ორგანო — აბაშის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №25. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.110.016014.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება "აბაშის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ"-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.07.2015-დან.
სად არის "აბაშის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.07.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "აბაშის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ", №25, 26.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.110.016014 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1123247/