მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 |
|
2017 წლის 17 ივლისი ქ. მცხეთა |
|
2. გარე ვაჭრობად ითვლება:
ა) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა);
ბ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სავრცეში განთავსება;
გ) რესტორნის, კაფე-ბარის და სხვა ობიექტის მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეში მაგიდის და სხვა ნივთის განლაგება, რომელზეც მომსახურების გაწევა ხდება არსებული რესტორნიდან, კაფე-ბარიდან და სხვა ობიექტიდან;
დ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან.
ა) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის დაცვა;
ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვა.
2. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.
3. აიკრძალოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით გარე ვაჭრობა.
4. გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით:
ა) ჟურნალ-გაზეთები, წიგნები;
ბ) ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები;
გ) ყვავილები;
დ) ხილ-ბოსტნეული, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში);
ე) სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარული პირობებით და რეალიზაციის პროცესში);
ვ) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები;
ზ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით).
ა) ზედაზნის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე;
ბ) საგურამოს წმინდა ილია მართლის მონასტერის მიმდებარე ტერიტორიაზე;
გ) ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ცენტრალურ შესასვლელთან;
დ) წიწამურში ილია ჭავჭავაძის ობელისკის მიმდებარე ტერიტორიაზე;
ე) წიწამურში ილია ჭავჭავაძის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე;
ვ) ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე;
ზ) ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა ნებადართულია მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ განთავსებულ ადგილებზე (სავაჭრო ჯიხურებში).