„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №0913/09-1
2013 წლის 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, ნაწილი IV, 02.11.06) №2 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ნომრები 11, 166 და 254 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართში მოცემული რედაქციით.
2. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, ნაწილი IV, 02.11.06) №2 დანართიდან, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ამოღებული იქნას ნომრები 169 და 221.
3. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, ნაწილი IV, 02.11.06) №3 დანართიდან, სადაც მოცემულია იმ იურიდიულ პირთა სია, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მოძრაობა თალიბანთან და ორგანიზაცია ალქაიდასთან, ამოღებული იქნას ნომერი 86.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. როინიშვილი
|
დანართი
ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ–ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან
|
||||||
|
№ |
პირადი ინფორმაცია (სახელი(ები), დაბ. თარიღი და ადგილი, ეროვნება/მოქალაქეობა) |
ფსევდონიმი(ები), ზედმეტი სახელი(ები)
|
პასპორტის მონაცემები, პირადი ნომერი |
მისამართი(ები), შესაძლო ადგილსამყოფელი |
სიაში შეყვანის თარიღი |
სხვა ინფორმაცია |
|
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
7 |
|
11. |
სახელები: 1. ატა ( ATA) 2. აბდულაზიზი (ABDOULAZIZ) 3. რაშიდი ( RASHID) 4. დაბ. თარიღი: 01.12.73 დაბ. ადგილი: სულეიმანია, ერაყი ( (Sulaimaniya, Iraq) ეროვნება/მოქალაქეობა: ერაყელი |
ა) აბდულაზიზ ატა რაშიდი ( Abdoulaziz Ata Rashid); დაბ. თარიღი: 01.12.73 ბ) ატა აბდულ აზიზ ბარზინგი ( Ata Abdoul Aziz Barzingy).
|
პასპორტის მონაცემები
პირადი ნომერი |
ციხე, გერმანია (P rison, Germany) |
06.12.05 (ცვლილებები 21.10.08 13.12.11 06.08.13)
|
Ansar Al-Islam-ის წევრი.
2008 წლის 15 ივლისს გერმანიაში მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
|
|
166
|
სახელები: 1. იბრაჰიმი ( IBRAHIM) 2. მოჰამედ ხალილი (MOHAMED KHALIL ) 3. 4. დაბ. თარიღი: 02.07.75 დაბ. ადგილი : დეი აზ–ზავრი, სირია ( Day Az-Zawr, Syria ) ეროვნება/მოქალაქეობა: სირიელი
|
ა) ხალილ იბრაჰიმ ჯასემი (Khalil Ibrahim Jassem) დაბ. თარიღი: 02.05.72 დაბ. ადგილი: ბაღდადი, ერაყი (Baghdad, Iraq); ბ) ხალილ იბრაჰიმ მოჰამედი (Khalil Ibrahim Mohammad) დაბ. თარიღი: 03.07.75 დაბ. ადგილი: მოსული, ერაყი (Mosul, Iraq); გ) ხალილ იბრაჰიმ ალ ზაფირი (Khalil Ibrahim Al Zafiri) დაბ. თარიღი: 1972; დ) ხალილი (Khalil) დაბ. თარიღი: 02.05.75. |
პასპორტის მონაცემები Temporary suspension of deportation No. T04338017 გამცემი ორგანო: Alien’s Office of the City of Mainz მოქმედების ვადა: 08.05.13 პირადი ნომერი
|
ლტოლვილთა თავშესაფარი Alte Ziegelei 55128 , მაინცი, გერმანია (Refugee shelter Alte Ziegelei 55128 Mainz, Germany)
|
06.12.05 ( ცვლილებები 25.01.10 13.12.11 06.08.13 ) |
2007 წლის 6 დეკემბერს მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა გერმანიაში. გათავისუფლდა 2012 წლის 30 დეკემბერს.
|
|
254 |
სახელები: 1. ატილა (ATILLA) 2. სელეკი (SELEK) 3. 4. დაბ. თარიღი: 28.02.85 დაბ. ადგილი: ულმი, გერმანია ( Ulm, Germany) ეროვნება/მოქალაქეობა: |
მუაზი ( Muaz) |
პასპორტის მონაცემები პირადი ნომერი : ფრაიბურგში, (გერმანია) (Freiburg, Germany) Foreigners’ Authority –ის მიერ გაცემული პირადობის მოწმობა: # L1562682 |
კალვი, გერმანია (Kurwaldweg 1, 75365 Calw, Germany)
|
18.06.2009 ( ცვლილებები 25.01.10 13.12.11 06.08.13)
|
Islamic Jihad Union (IJU)-ის წევრი, რომელიც, ასევე, ცნობილია Islamic Jihad Group - ის სახელით. გერმანიაში გათავისუფლდა პატიმრობიდან 2011 წლის 7 ივლისს. |