„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვრავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და პირობებს სახელმწიფო სასწავლო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არანაკლებ 6 და არა უმეტეს 10%-ისა;“.
2. 52-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვროს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები სახელმწიფო სასწავლო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არანაკლებ 6 და არა უმეტეს 10%-ისა.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2007 წლის 4 დეკემბერი.
№5533–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.12.2007.
- როდის იქნა მიღებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.12.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5533. სარეგისტრაციო კოდი — 430.020.000.05.001.003.067.
- სად არის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.12.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №5533, 04.12.2007, სარეგისტრაციო კოდი 430.020.000.05.001.003.067 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.12.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/20140/