1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდგომში – ,,უნივერსიტეტი”) ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების წარმართვა. იგი ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, უწყვეტი პროფესიული განვითარების და სარეზიდენტო პროგრამებს.
2. უნივერსიტეტის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებსა და ამ წესდებას.
3. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი”. უნივერსიტეტის სახელწოდების აბრევიატურაა „თსუ“. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის იურიდიული მისამართია: ილია ჭავჭავაძის გამზირი №1, ქ. თბილისი, საქართველო.
4. უნივერსიტეტს აქვს ოფიციალური ბეჭედი, საბანკო ანგარიშები, ოფიციალური ვებგვერდი - www.tsu.edu.ge და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა.
5. უნივერსიტეტში სწავლების ენა არის ქართული (სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან).
6. უნივერსიტეტი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
7. უნივერსიტეტი თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარე