სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№241
სარეგისტრაციო კოდი
040170020.10.003.017408
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/09/2013

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №241

2013 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესა­ბა­მი­სად და­მ­ტ­კი­ც­დ­ეს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ საქონ­ლი­სა და მომსახურების შესყიდვების სპეცი­ა­ლური წესი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია გა­­­მო­ქვეყნებიდან 2 წლის განმავლობაში.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



 

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“

საქონლისა და მომსახურების შესყიდვების

სპეციალური წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ სა­ქო­ნ­­­ლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წე­სი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესა­ხებ“ საქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესა­ბამისად და ად­გენს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონ­დი­სათვის“ საქო­ნ­­ლისა და მომსახუ­რე­ბის შესყიდვების სპეციალურ წესს.

 2. ამ წესის მიზანია საწარმოს საქმიანობის სპეციფიკის გათვალი­სწი­ნე­ბით შესყიდვების სპეციალური წესის დადგენა.

 3. ეს წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის მოთხოვნები და მოქმედება.

4. შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამო­ყენე­ბულ იქნეს მსოფ­ლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგა­ნიზაციის, ევროპის რე­კო­ნს­ტრუქციისა და განვითარების ბან­კის, აზიის განვითარების ბანკის, გე­რ­მა­ნი­ის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW), ევროპის საინ­ვეს­ტიციო ბანკის (EIB) და სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანი­ზა­ცი­ებისა და ქვე­ყ­ნების მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედუ­რები, თუ ეს ორგანი­ზა­ცი­ები და/ან ქვეყნები არიან შესყიდვების განხორცი­ელებას­თან დაკავ­ში­რე­ბუ­ლი სამართალურთიერთობის მონაწილენი. იმ შემთხვე­ვა­ში, თუ აღნიშ­ნული ორგანიზაციები არ არიან შეს­ყიდ­ვების გან­ხორ­ციე­ლე­ბასთან დაკავ­ში­რებული სამართალურ­თი­ერთო­ბის მონაწი­ლენი, მა­თი, აგრეთვე სხვა ორ­გა­ნიზაციების შესყიდვების პროცედურები შესაძ­ლე­ბელია გამო­ყენებულ იქ­ნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის გან­კარ­გულების სა­ფუძ­­ველზე.

5. საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყვეტი­ლე­ბა მიიღება მხოლოდ ამ წესის შესაბამისად.

6. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას სს „საქართველოს ენერგე­ტი­კ­ის განვითარების ფონდი“ ახორ­ციელებს მხოლოდ „სახელმწიფო შესყიდ­ვე­ბ­ის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 2. გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშ­ვნელობა:

ა) შესყიდვა – სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მი­ერ იმ საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, რომლებიც მოცემულია ამ წე­სის №2 და №3 დანართებში;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია (შემდგომში – საწარმო) – სს „საქარ­თვე­ლ­ოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“;

გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი ან/და მომსა­ხუ­რება;

დ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის სა­განი, რომელიც მო­ცემულია დანართ №2-ში;

ე) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, რომელიც მოცე­მუ­ლია დანართ№3-ში;

ვ) პრეტენდენტი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზი­კური ან იუ­რი­­დიული პირი, რომელიც მონაწილეობს შესყიდვის პროცედუ­რაში;

ზ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგა­ნი­ზაციასთან და­დო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;

თ) ფასთა გამოკითხვა – შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც სა­ქო­ნლისა და მომსახურების შესყიდვებისათვის დასაშ­ვებია ვაჭრობა და გა­და­წყვეტილების მისაღებად ძირითადად განმსაზღვრელია ფა­სის კრი­ტე­რი­უ­მი, თუმცა შემსყიდველი ორგანიზაციის გადა­წყვე­ტილებით და­საშ­ვებია შეფასების სხვა კრიტერიუმების გამოყენება იმ პირობით, რომ სხვა კრი­ტე­რი­უმების პრიორიტეტუ­ლობის კოეფიციენტები ცალ-ცალკე ან ჯა­მურად არ აღემატე­ბოდეს ფასის კრიტერიუმის პრიორიტეტუ­ლო­ბის კო­ეფიციენტს;

ი) ერთ პირთან მოლაპარაკება – შესყიდვის საშუალება, როდესაც და­სა­შვებია მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევა;

კ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფ­რ­თხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომე­ლიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული, ან/და რომ­ლის და­დ­გომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმე­დებით, ან რო­მე­ლმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქარ­თველოს სახელ­მ­წი­­­ფოებ­რივ ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, ან შემ­სყიდ­ველი ორ­გა­ნი­ზა­ციის ქონებას;

ლ) დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი – კალენდარული დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი;

მ) ტენდერი – შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც მიმწოდებლის შერჩევას სატენდერო წინადადებების შეფასების საფუძველზე ახდენს შემს­ყი­დველი ორგანიზაციის სატენდერო კომისია, ამასთან, საქონლისა და მომ­სა­ხურების ტენდერის საშუალებით შესყიდვის შემთხვევაში და­საშ­ვებია ვა­ჭ­რობა;

ნ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – მსგავსი კომპონენტების, ტე­ქ­­ნიკური მახასიათებლების ან/და ფუნქციების მქონე, ურთიერთჩა­ნაცვ­ლე­ბადი შესყიდვის ობიექტები;

ო) შესყიდვების გეგმა – სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფო­ნდის“ მიერ წინასწარ დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმა (და­ნა­­რთი №1 ), რომლის შესაბამისადაც შემსყიდველი ორგანიზაცია შეს­ყიდ­ვე­ბს ახორციელებს.

მუხლი 3. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები

1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია:

ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შეს­ყი­დ­ვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);

ბ) ამ წესის შესაბამისად მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალი­ფი­კა­ცია;

გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩე­როს ან შე­წ­ყვი­ტოს შესყიდვის პროცედურა;

დ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვე­ვე­ბის არსებობისას.

2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია:

ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები შემსყიდველი ორგა­ნი­ზა­­ციის მიერ შესყიდვებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, ამ წე­სით დად­გენილი პირობების დაცვით;

ბ) დადგენილი წესით საქონლის მიწოდებისას და მომსახურების გა­წე­ვისას აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის, მომსახურების ღირე­ბუ­­­ლე­ბა, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალის­წინებული.

მუხლი 4. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები

1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები ეხება შესყიდვის განხორციელებასთან დაკავში­რე­ბულ შემდეგ საქმია­ნო­ბას:

ა) სატენდერო კომისიის წევრების, შესყიდვის განხორცი­ელებისათვის პასუხისმგებელი სხვა პირების შერჩევას;

ბ) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენ­დე­რო დოკუმენ­ტა­ციისა და სხვა მასალების მომზადებას;

გ) საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინა­და­დებების გან­ხი­ლ­ვასა და შეფასებას;

დ) ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოლაპა­რა­კების გამარ­თვას;

ე) ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამ­ხედ­ველობას;

ვ) შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა საქ­მიანობას.

2. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში შეს­ყიდვის გან­ხო­რ­ციელებასთან დაკავშირებული პირი (საწარმოს თანამშრომელი, კონ­სუ­ლ­ტანტი, ექსპერტი და სხვ.) ვალდე­ბუ­ლია უარი განაცხადოს შესყიდ­ვის გა­ნ­ხორ­ციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ.

3. დაუშვებელია, რომ საწარმომ შესყიდვის მომზადება, გან­ხორ­ციე­ლე­­ბა ან/და მასზე ზედამხედველობა დააკისროს პირს, ან კონსულ­ტანტად (ექ­სპერტად) მოიწვიოს პირი, თუ იგი:

ა) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე რომე­ლიმე იური­დი­ული პირის ხელმძღვანელის ან უშუალო მონაწილის ახლო ნათესავი;

ბ) ბოლო 2 წლის განმავლობაში მუშაობდა შესყიდვის მონაწილე ორ­გა­ნიზაციაში;

გ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან ასეთი კავ­ში­რის დასამყარებლად მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მონაწილე იუ­რი­დიულ ან ფიზიკურ პირთან.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები ვრცე­ლ­დება, აგრეთვე:

ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორცი­ე­ლების მო­ნა­­წი­­ლეთა მიმართ;

ბ) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორ­ცი­ე­ლე­­ბის თაობაზე მოლაპარაკების მონაწილეთა მი­მართ.

მუხლი 5. შესყიდვის საშუალებები

1. შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ტენდერის, ფასთა გამო­კი­თხვის ან ერთ პირთან მოლაპარაკების საშუ­ალებებით.

2. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების სა­შუალებით, თუ:

ა) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 100 000 (ასი ათასი) ლარს;

 ბ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პი­რ­ის ექსკლუზიური უფლებაა და არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნა­ტივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად;

გ) არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, რის შესახებაც გადაწყვე­ტი­­ლე­ბას იღებს შემსყიდველი ორგანიზაცია;

დ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, მიმწოდებლი­სა­გან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მი­სი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცი­ლე­ბელია შე­სყიდვა განხორციელდეს იმავე მიმწოდებლისაგან ან იმავე მი­მწოდებე­ლ­თან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქვე­­­კონტრაქტო­რი­სა­გან;

ე) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შე­ს­ყიდვა;

ვ) შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით დად­გე­ნილი გადასახდელების გადახდის გზით;

ზ)ხორციელდება საბანკო ან/და ინტელექტუალური მომსახურების შე­­­­­ს­ყიდვა (მათ შორის, აუდი­ტორული, საექსპერტო, საბროკერო, საკონ­სულ­ტა­­­­ციო (მათ შორის, ფინან­სური, საბუღალტრო, აქტივების გან­კარ­გვა),იუ­რი­დი­­ული, საპ­რო­ექტო და სხვ.).

3. შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრუ­ლე­ბის გარეშე ერთ პირთან მოლაპარაკების საშუა­ლებით, თუ შესყიდვის ობი­ექტია:

ა) კომუნალური მომსახურება (დასუფთავება და სხვ.);

ბ) სატელეფონო მომსახურება (როუმინგის ჩათვლით);

გ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავში­რე­ბით განსახორციელე­ბე­­ლი შესყიდვა.

4. ერთ პირთან მოლაპარაკებისა და ფასთა გამოკითხვის პროცედუ-რე­ბს ახორციელებს საწარმოს ხელმძღვანელი ან მის მიერ საქართველოს კა­ნო­ნმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი პირი (პირები).

მუხლი 6. ფასთა გამოკითხვა

1. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ფასთა გამოკითხვის საშუა­ლე­ბ­ით, თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 200 000 (ორასი ათასი) ლარს.

2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შეადგინოს დოკუმენ­ტა­ცია ფასთა გამოკითხვის საშუალებით საქონლისა და/ან მომსახურების შეს­ყი­დვის შემთხვევაში.

3. შედგენილი დოკუმენტაცია ეგზავნება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ სათანადოდ შერჩეულ არანაკ­ლებ 2 პირს.

4. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია შესყიდვის ობი­ექტთან დაკავშირებით.

5. შემსყიდველი ორგანიზაცია დოკუმენტაციის დაგზავ­ნიდან არა უმე­ტეს 20 დღისა იღებს მოწვეული პირების გადა­წყვე­­ტილებებს მონაწი­ლე­ო­ბის თაობაზე და განაცხადებს, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დო­კუ­მე­ნტებს:

ა) განცხადება მონაწილეობის შესახებ;

ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ;

გ) ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ.

6. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები ხელ­მოწერილი უნ­და იყოს მონაწილე პირის ხელმძღვანელის ან შესაბამისი უფლებამო­სი­ლი პი­რის მიერ.

7. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები შერჩე­ული უნდა იქ­ნ­ეს განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 დღი­სა.

8. მოწვეულ პირებს უფლება აქვთ, მიმართონ შემსყიდველ ორგანი­ზა­ცი­ას დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით შეს­ყიდვის ობიექ­ტთან და­კავშირებით.

9. გამარჯვებულად მიიჩნევა მონაწილე, რომლის გა­ნაცხადი სრულად შე­ესაბამება ფასთა გამოკითხვის დოკუმენ­ტაციის პირობებს და აქვს უმ­ცი­რე­სი ფასი.

მუხლი 7. ტენდერი

1. ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც ქმნის საწარმოს დი­რექტორი არანაკლებ 3 წევრის შემად­გენ­ლობით.

2. სატენდერო კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდ­ველი ორგანი­ზა­­ციის თანამშრომლები.

3. სატენდერო კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზა­ცი­ის ხელმძღვანელი, ან მის მიერ დანიშნული პირი.

4. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექ­სპერტებად და კონსულტანტებად სათათბირო ხმის უფლებით შეიძ­ლე­ბა მო­წვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

 5. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება და სატენდერო დოკუ­მე­ნ­ტაცია მტკიცდება სატენდერო კომისიის მიერ განცხადების გამოქ­ვეყ­ნე­ბა­მ­დე, რაც აისახება სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში.

 6. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომი­სიის წევრთა სი­­ითი შემადგენლობის უმრავლესობით. სატენ­დერო კომისიის წევრს, რო­მე­ლიც არ ეთანხმება კომისიის გა­და­წყვეტილებას, უფლება აქვს, წერი­ლო­ბ­ით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენ­დე­რო კომი­სი­ის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემ­თხვე­ვაში გადამ­წყ­ვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა.

 7. სატენდერო კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხე­ლს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევ­რები.

მუხლი 8. სატენდერო კომისიის აპარატი

1. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგა­ნიზაციული უზ­რუნველყოფის მიზნით, საწარმოს ხელ­მძღვა­­ნელის ბრძანებით ამ სა­წარ­მოს თანამშრომელთაგან იქ­მნება სატენდერო კომისიის აპარატი, რო­მელ­საც ხე­ლმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე.

2. შესყიდვის ობიექტის დაზუსტებული მახასიათებლებისა და სავა­რა­­უდო ღირებულების მიღების შემდეგ სატენდერო კომისიის აპარატი შეი­მუ­შავებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ტექსტისა და სა­ტენ­დე­რო დოკუმენტაციის პროექტებს.

3. ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს უფლება აქვთ, საკვა­ლი­­ფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების წარდგენამდე გა­ე­ცნონ სატენდერო დოკუმენტაციას შემსყიდველ ორგანიზაციაში.

 4. სატენდერო კომისიის აპარატს უფლება აქვს, კავშირი იქონიოს პრე­ტე­ნდენტებთან, საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს მათ განმარ­ტე­ბები შე­ს­­ყ­იდვის პროცედურების შესახებ.

5. სატენდერო კომისიის აპარატი ვალდებულია, ყოველი ტენდერის ჩა­ტარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენ­ტი და ინფორმა­ცი­უ­ლი მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზ­რუნ­ველყოს მისი შენახვა ხელ­შეკ­რუ­­ლების დადებიდან ორი წლის განმავლობაში, ხოლო გრძელვა­დი­ანი ხე­ლ­­შეკრულების დადების შემთხვევაში – ხელშეკრულების მოქ­მე­დების ვა­დ­ის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც გა­და­ეცემა სა­წა­რ­მ­ოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს დადგე­ნილი წე­სით შესა­ნა­ხად.

მუხლი 9. განცხადება ტენდერის შესახებ

1. ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისია შემსყიდ­ველი ორგა­ნი­ზა­­ციის სახელით ტენდერის ჩატარების შესახებ გან­ცხადებას აქვეყნებს გა­ზეთ „24 საათში“ ან/და საწარმოს ვებგვერ­დზე ან/და სხვა მასობრივი ინ­ფო­რ­მაციის საშუალებებში.

2. განცხადებით გათვალისწინებული ვადები აითვლება გაზეთ „24 სა­ა­თში“ ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღი­დან.

3. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება და მისამართი;

ბ) შესასყიდი (მისაწოდებელი) საქონლის სახეობა ან გასაწევი მომსა­ხუ­­რების სახეობა, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას შემ­სყი­დ­­­ველი ორგანიზაცია საჭიროდ ჩათვლის შესყიდვის ობიექტის აღწე­რის მი­ზ­ნით;

გ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დო­კუმენტები;

დ) სატენდერო კომისიის აპარატის პასუხისმგებელი პირის საკონ­ტაქ­ტო ინფორმაცია.

4. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას ამტკიცებს სატენდერო კო­მისია.

5. საკვალიფიკაციო მონაცემების მიღების დასრულების ვადებს გან­სა­ზ­­­ღვრავს სატენდერო კომისია, საწარმოს ინტერე­სებისა და შესყიდვის მო­ცუ­ლობიდან გამომდინარე, მაგრამ აღ­ნიშნული ვადა არ უნდა იყოს 15 კა­ლე­ნდარულ დღეზე ნაკ­ლები.

6. სატენდერო კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს ტენდე­რის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინ­ფორ­მაცია. ეს ცვლი­ლე­ბე­ბი უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინ­ფორ­მაციო საშუალებებში, რომლებშიც გა­მოქ­ვეყნდა განცხა­დება ტენდერის ჩატარების შესახებ.

მუხლი 10. საკვალიფიკაციო მონაცემები

მოთხოვნებს, რომლებსაც შესყიდვაში მონაწილეობის მი­სა­ღებად უნ­და აკმაყოფილებდეს პრეტენდენტთა საკვალიფი­კა­ციო მონაცემები, განსაზ­ღ­ვ­რავს საწარმოს სატენდერო კომისია ყოველი კონკრეტული შესყიდ­ვი­სა­თ­ვ­ის.

მუხლი 11. სატენდერო დოკუმენტაცია

1. სატენდერო დოკუმენტაცია არის დოკუმენტთა პაკეტი, რომელიც შე­­ი­ცავს შესყიდვის ობიექტის, სატენდერო კომი­სი­ის მოთხოვნებისა და პრე­­ტენდენტების სატენდერო წინადა­დებების შეფასების კრიტერი­უ­მე­ბის შე­სახებ ინფორმაციას,  აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში სხვა დამა­ტე­­ბითი სა­ხის ინფორმაციას.

2. სატენდერო კომისია სატენდერო დოკუმენტაციას ამ­ტკიცებს ტენ­დე­რის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყ­ნებამდე.

3. დაინტერესების შემთხვევაში კომისია დაინტერესებულ პირს მო­თ­ხო­ვნისთანავე გადას­ცემს სატენდერო დოკუმენტაციას.

4. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

ა) მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ პრეტენდენტები შეს­ყიდვაში მონაწილეობის მისაღებად;

ბ) პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების შეფასების წესებსა და კრი­ტერიუმებს, ამ კრიტერიუმების პრიორიტეტუ­ლობის მითითებით;

გ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას ან მომსახურების მოცულობას, აგრეთვე სხვა მონაცემებს, რომელთა მითითებას შემსყიდველი ორგა­ნი­ზა­ცია საჭიროდ ჩათვლის შესყიდვის ობიექტთან დაკავ­ში­რებით;

დ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტე­ბი­სა და სატენდერო წინადადებების წარდგენის ვა­დას;

ე) პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების კონვერტე­ბის გახსნის დროს.

5. სატენდერო კომისია პრეტენდენტის წერილობითი თხოვ­ნით ან სა­კუ­თარი ინიციატივით განმარტავს ან/და აზუს­ტებს სატენდერო დოკუ­მენ­ტა­ციაში შესყიდვის პროცედურებსა და ობიექტთან დაკავშირებულ ინფორ­მა­ციას.

მუხლი 12. სატენდერო წინადადებების შეფასების წესი

1. წერილობითი განაცხადების ან/და ზეპირი ვაჭრობის შედეგად სა­ტე­ნ­დერო წინადადებების საბოლოო ფასების დადგენის შემდეგ სატენ­დერო კომისია ახდენს სატენდერო წინადადებების შეფასებას სატენ­დე­რო დოკუ­მე­­ნტა­ციაში მითითებული კრიტერიუმების მიხედვით, ამ კრი­ტერიუმების პრი­ორიტეტულობის გათვალისწინებით.

2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად დაშვე­ბუ­­ლია სატენდერო წინადადებების ფასის დაფიქსირება სხვადასხვა კონ­ვე­რ­ტირებად ვალუტაში, სატენდერო წინადადებების განხილვის დროს უნდა მო­ხდეს მათი გადაყვანა ეროვნულ ვალუტაში საქართველოს ეროვ­ნული ბა­ნ­კის მიერ დადგენილი სავალუტო კურსის შესაბამისად.

3. შეფასებისათვის გამოყენებული კრიტერიუმები შეიძლება ეხებო­დ­ეს როგორც უშუალოდ პრეტენდენტებს, ისე მათ მიერ წარდგენილ წი­ნა­და­დე­ბებს.

4. პრეტენდენტების შეფასების მიზანია მათი ფინანსური მდგომა­რეო­ბ­ის, ტექნიკური შესაძლებლობების, პერსონალის კვალიფიკაციის, რეპუ­ტა­­­ცი­ის, გამოცდილების და სხვა მონაცემებისა და მახასიათებლების შე­და­­რე­ბა.

5. სატენდერო წინადადებების შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქ­­ნეს შემდეგი კრიტერიუმები:

ა) სატენდერო წინადადების ღირებულება;

ბ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ვადები;

გ) საქონლის, მომსახურების ხარისხობრივი პარამეტრები და ფუნქცი­ო­ნალური მახასიათებლები;

დ) ანგარიშსწორების ფორმები და  პირობები;

ე) მომსახურების მიმწოდებელი საწარმოს გამოცდილება და კვა­ლი­ფი­კაცია;     

ვ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ მის ექსპლუატაციასთან, ტექ­ნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა კრიტე­რი­უ­მე­ბი, რომელთა გამოყენებასაც მიზანშეწონილად ჩათვლის სატენ­დე­რო კო­მი­სია.

6. შეფასებისას გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა ჰქონდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრიორი­ტე­ტულობის მაჩვენებელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოე­ფი­ცი­ენ­­ტის სა­ხ­ით. ამასთან, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფი­ციენტების ჯა­­მი უნდა უდრიდეს ერთ მთელს. 

7. სატენდერო კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყოველი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებას ცალ-ცალკე, ყო­ვე­ლი კრიტერიუმის მიხედვით ათქულიანი სისტემით. თითოეული კრი­­ტე­რი­უმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრა­ვლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხო­ლო მიღებული ნა­მ­რა­ვლების დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრე­­ტენ­დენტის სატე­ნ­დე­რო წინადადების ჯამური შეფასება. სატენდერო კომი­სიის წევრის მიერ ერთ-ერთი პრეტენდენტისათვის მინიჭებული ყვე­ლაზე მაღალი ჯამური შე­ფასება ჩაითვლება ამ პრეტენდენტისათვის მი­ცემულ ხმად. სატენდერო კო­მისიის წევრები თავიანთ შეფასებას ადას­ტურებენ ხელმოწერით.

8. თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის სატენდერო წინადადება მიიღებს ერთნაირ შეფასებას, სატენდერო კომისიის წევრი ადარებს ქულებს კრი­ტერიუმების მიხედვით და უპირატესობას ანიჭებს იმ პრეტენდენტს, რო­მე­ლ­საც მეტი ქულა აქვს მიღებული უფრო მაღალი კოეფიციენტის მქო­ნე კრი­ტე­რიუმის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ შეფასება აბსო­ლუ­ტურად იდე­ნ­ტუ­რია, სატენდერო კომისიის წევრმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელს ანი­ჭებს უპირატესობას და წერილობით დაასა­ბუთოს თავისი გადაწყვეტი­ლე­ბა.

9. გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელსაც სატენ­დე­რო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა მიანიჭებს უპი­რატესობას. სატენდერო კომისიის წევრებს შორის ხმების თანაბრად გა­ნაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სატენდერო კომისი­ის თა­ვ­მჯდომარის ხმა.

10. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს კომისიის წევრთა წერილობითი შეფასებები. ოქმში მი­თი­თე­­ბული უნდა იყოს ინფორმაცია სატენდერო წინადადებების განხილ­ვა­ში მონაწილე პი­რებისა და ტენდერის მონაწილე პრეტენდენტების შე­სახებ, აგრეთვე პრე­ტე­­ნდენტების მიერ წარდგენილი წინადადებების მოკ­­ლე აღწერა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.

11. გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა სა­ტე­ნდერო კომისია აცნობებს შედეგებს ტენდერის მონაწილე ყველა პრე­­ტე­ნ­დე­ნტს და იწვევს გამარჯვებულს ხელ­შეკ­რუ­ლების დასადებად.

12. შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის ვალდებული, შესყიდვის მონაწილე პირებს წა­რუ­დ­გი­ნოს კონკრეტული მტკიცებულებანი ან დეტალური ინფორმაცია, რომ­ლ­ის საფუძველზეც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება, აგრეთვე აუ­ნა­ზ­ღა­უ­როს მათ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარ­ჯები, გადახ­დი­ლი მომსახურების საფასურის გარდა.

13. პრეტენდენტს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს ტენდე­რ­ის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი.

მუხლი 13. ჩაშლილი ტენდერი

1. ტენდერი ითვლება ჩაშლილად, თუ:

ა) დადგენილ ვადებში არ იქნა წარდგენილი არც ერთი პირის საკ­ვა­ლი­ფიკაციო მონაცემები და/ან სატენდერო წინა­დადება;

ბ) არც ერთი პირის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და სატენდერო წინადადება არ შეესაბამებოდა შემსყიდველი ორგანი­ზა­ცი­ის მოთხოვნებს;

გ) წარდგენილი სატენდერო წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შე­ე­საბამება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ დადგენილ სავა­რა­უ­დო ღირებულებას;

დ) გამარჯვებული პრეტენდენტი უარს განაცხადებს ხელშეკრულების დადებაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემ­თხვევებში ამა­ვე წესის თანახმად ცხადდება ხელახალი ტენდერი.

მუხლი 14. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება

ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტისათვის სატენ­დერო კომი­სი­ის გადაწყვეტილების გაგზავნიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში შემ­ს­ყი­დ­­ველ ორგანიზაციასა და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის იდება ხელ­შეკ­რულება. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან მომსახურების შეს­ყიდვის ხელ­შე­კ­რულების დასადებად სავალდებულოა დამატებითი ვა­დები, მხა­რე­ებმა აღ­ნიშნულ ვადაში უნდა გააფორმონ წინარე ხელშეკ­რულება ან მემორან­დუ­მი.

მუხლი 15. ხელშეკრულების ფორმა და მისი გადასინჯვის წესი

1. ხელშეკრულება, ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნ­ქტის გარდა, იდება წე­­რილობითი ფორმით.

2. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გა­და­სი­ნ­­ჯვა შესაძლებელია განხორციელდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელ­მძ­ღ­ვა­ნელის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ.

მუხლი 16. ცვლილების შეტანის წესი

წესში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დად­გენი­ლე­­ბით.

        

დანართი № 1

 

              სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“

          შესყიდვების წლიური გეგმა

                                                                                                                        თარიღი-----

შესყიდვის ობიექტი

შესყიდვის საშუალება (ტენდერი, ფასთა გამოკითხვა, ერთ პირთან მოლაპარაკება)

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი: ----------

შესყიდვების სამსახურის უფროსი: -----------

ბუღალტერი: -----------

დანართი  №2

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლის ჩამონათვალი

საქონლის დასახელება

1

ქარის მეტეოანძის, ელექტროსადგურის და მზის ელექტროსადგურის  მოწყობილობები და მათი სათადარიგო ნაწილები, ასევე მათი დემონტაჟი-მონტაჟისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები

2

მონაცემთა მიღებისა და მართვის სისტემის მასალა-მოწყობილობები

3

განახლებადი ენერგიის ობიექტების მართვის სისტემა, მისი პროგრამული და არაპროგრამული მოწყობილობები, მისი მონტაჟისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები  

4

განახლებადი ენერგიის ობიექტების კვლევის,  პროექტირებისა და ექსპლუატაციისათვის საჭირო პროგრამა და მისი ლიცენზიები.

დანართი  №3

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული მომსახურების ჩამონათვალი

მომსახურების დასახელება

1

საექსპერტო, საკონსულტაციო და აუდიტორული მომსახურება

2

იურიდიული მომსახურება

3

სხვადასხვა პროფესიული ტრენინგები

4

სემინარებისა და პრეზენტაციების მოწყობისათვის საჭირო მომსახურება