„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 6 მაისის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №141/ნ |
|
2013 წლის 19 სექტემბ ე რი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 6 მაისის №36/ნ ბრძანებაში (სსმ, №55, 18/05/2010, ს/კ 430210000.22.022.014614) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) კანდიდატი - პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის ან სხვა მსგავსი ტიპის ალტერნატიული საშუალებებით ელექტრონულად აკეთებს განაცხადს სტაჟირების გავლის თაობაზე.“ 2. მე-5 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სტაჟიორთა შერჩევა ხდება კონკურსის წესით, რომელსაც სამინისტროს სისტემაში, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა ატარებს/ატარებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ შექმნილი სტაჟირების კომისია/კომისიები (შემდგომში - კომისია). მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის კონკურსის გარეშე სტაჟიორად დანიშვნის თაობაზე. 2. სამინისტროს სისტემაში, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრისა, კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. კონკურსი ტარდება გასაუბრების ან/და ტესტირების ფორმით. კონკურსის ფორმასა და სტაჟირების ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს მინისტრი. სტაჟიორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, აგრეთვე განაცხადის გაკეთებისა და განხილვის ვადები აღინიშნება კონკურსის ჩატარების შესახებ განცხადებაში.“ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, მდივნისა და არანაკლებ 1 წევრისგან, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. კომისიის წევრები თავის უფლებამოსილებას ახორციელებენ ანაზღაურების გარეშე.“. 3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. 1. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრში სტაჟიორთა შერჩევა ხდება კონკურსის წესით, რომელსაც ატარებს შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მიერ შექმნილი სტაჟირების კომისია. 2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრში კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი. კონკურსის ფორმას, სტაჟიორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და სტაჟირების ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, რაც აღინიშნება კონკურსის ჩატარების შესახებ განცხადებაში. 3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრში კონკურსის თემატიკას ამტკიცებს შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი.“. 4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სტაჟიორთა მიღების პროცედურებსა და სტაჟირების გავლას სამინისტროს სისტემაში, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრისა საერთო კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო (შემდგომში – ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო).“. 5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. 1. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა ელექტრონული ფომით უნდა წარადგინოს განცხადება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის ან სხვა მსგავსი ტიპის ალტერნატიული საშუალებების მეშვეობით. 2. საჯარო სამართლის იურიდილ პირებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრში განცხადების მიღებისა და განხილვის ვადას განსაზღვრავს შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი. აღნიშნული ვადა მიეთითება კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებაში.“ 6. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სტაჟირების კომისიის წარდგინების საფუძველზე, მინისტრი, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრში – შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იღებს კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება ბრძანებით. ბრძანებაში მიეთითება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, საგანმანათლებლო რესურსცენტრი ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირის სათანადო სტრუქტურული ერთეული, სადაც დაინიშნება სტაჟიორი, ასევე სტაჟირების ხელმძღვანელი, რომელიც კოორდინაციას უწევს სტაჟირების გავლის პროცესს.“ 7. მე-10 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამინისტროს სისტემაში, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრისა, სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ სტაჟიორთან გასაუბრებას და შეფასებას ახორციელებენ სტაჟირების ხელმძღვანელი და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო, რომლებიც გასაუბრების შედეგებს აწვდიან მინისტრს. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრში სტაჟიორთან გასაუბრება და შეფასება ხორციელდება შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მიერ დადგენილი წესის მიხედვით.“. ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სერტიფიკატის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრში – შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ბრძანებით.“. 8. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მინისტრი უფლებამოსილია სტაჟიორის მოსწრებისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით, სტაჟიორის ხელმძღვანელის ან მისი ზემდგომი უფროსის წარდგინების საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ.“. 9. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი საკუთარი ინიციატივით ან სტაჟიორის ხელმძღვანელის ან მისი ზემდგომი უფროსის წინადადების საფუძველზე, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრში – შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი.“ 10. დანართი №1 ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|