საქართველოს ზოგიერთი მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1243
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016024
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1 243

2013 წლის  9   სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს  ზოგიერთი  მუნიციპალიტეტის  სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

 

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წე­სი­სა და პირობების შესახებ დებულების დამტკი­ცების თაობაზე“ საქარ­თველოს მთავ­რობის 2005 წლის 11 აგ­ვისტოს 136 დადგენილებით დამ­ტკი­ცე­ბული დებულების 74  მუხლის საფუძველზე,ჩხოროწყუს, მარტვი­ლის, თიანეთის, ტყიბულის, წალენჯიხის,  ჭიათურის და ხონის მუნიცი­პა­ლიტეტები, ამ განკარგულების დანართით დადგენილი კოორდინა­ტე­ბის ფარგლებში, გათავისუფლდ ნენ ამავე დანართ ით განსაზღვრული  სა­სარგებლო წიაღისეულის მო­პო­ვების ლიცენზიისაგან, სამი თვის ვადით.

2.  მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ საქართველოს გარემოსა და ბუ­ნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზ­ღვ­რუ­ლი პირობების შესრულება.

3. მუნიციპალიტეტები ვალდებულნი არიან, მოპოვებული სასარ­გებ­ლო წიაღისეული გამოიყენონ მხოლოდ შესაბამისი ინფრასტრუქ­ტუ­რული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მიზნებისათვის.

4. მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის სახეობისა და ოდე­ნო­ბის გათვალისწინებით, დადგინდეს მუნიციპალიტეტების მიერ სასარ­გებ­ლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებაზე გადასახდელი განსხვავებული თანხა, შემდეგი ოდენობით:

ა) თიანეთის მუნიციპალიტეტი - 1565 (ათას ხუთას სამოცდახუთი) ლა­რი;

ბ) მარტვილის მუნიციპალიტეტი -  1429 (ათას ოთხას ოცდაცხრა) ლა­რი;

გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტი - 1530 (ათას ხუთას ოცდაათი) ლა­რი;

დ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი - 2382 (ორი ათას სამას ოთხმოც­და­ორი) ლარი;

ე) წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - 869 (რვაას სამოცდაცხრა) ლარი;

ვ) ხონის მუნიციპალიტეტი - 594 (ხუთას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარი;

ზ) ჭიათურის მუნიციპალიტეტი - 9322 (ც ხრა ათას სამას ოცდაორი) ლარი.

5. მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ ამ განკარგულების მე-4 პუნ­ქტით გათვალისწინებული თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუ­ჯეტში გადახდა ერთი თვის ვადაში.

6. მუნიციპალიტეტებმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვა­დის გასვლიდან ორი კვირის ვადაში შესაბამის ორგანოში წარადგინონ ინ­ფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის  შესახებ.

7. მუნიციპალიტეტების მიერ ლიცენზიისგან გათავისუფლების სა­ფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გა­მო­ყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვე­უწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარ­ტამენტმა.

პრემიერ-მინისტრი                                                . ივანიშვილი