კასპის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1925
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016307
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1925

2013 წლის 12 დეკემბერი

 ქ. თბილისი

კასპის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წე სი სა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“სა ქა რთველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს #136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74   მუხლის საფუძველზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში , ინფრასტრუქტურული პროექტის - სოფელ გორაკაში დამეწყრილი საავტომობილო გზის აღდგენის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტი (შემდგომში - მუნიციპალიტეტი ), სამი თვის ვა დით, გათავისუფლდეს 800 მ3 სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში, ) მოპოვების ლიცენზიისაგან, შემდეგი კოორდინატების ფარგლებში

 

N

X

Y

1

449147

4654348

2

449130

4654415

3

449176

4654330

S = 0,08 ჰა

WGS 1984.

 

2. მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვ რული პირობების შესრულება.

3. მუნიციპალიტეტი ვალდებულია, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტით გათვალისწინებული მიზნისათვის.

4. მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის გათვალისწინებით, დადგინდეს მუნიციპალიტეტის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებაზე გადასახდელი განსხვავებული თანხა - 139(ას ოცდაცხრამეტი) ლარის ოდენობით.

5. მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს ამ განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუ ჯეტში გადახდა, განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

6. მუნიციპალიტეტმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

7 . მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზიისგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                 ირაკლი ღარიბაშვილი