საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№119
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018552
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №119

2015 წლის 3 თებერვალი

 ქ. თბილისი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების (გზების აღდგენა-რეაბილიტაცია) განხორციელების მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის (საშენი მასალები) მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 9026 (ცხრა ათას ოცდა ექვსი) მ3 სასარგებლო წიაღისეული შემდეგ X და Y კოორდინატების საზღვრებში:

ა) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. დიდი ჩაილურის მიმდებარე ტერიტორია – 2122 მ3 ქვიშა-ხრეში: 

      

N

X

Y

1

541861

4617335

2

541910

4617372

3

541921

4617356

4

541871

4617325

S = 0,10 ჰა

WGS 1984

ბ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. თულარის მიმდებარე ტერიტორია – 6430 მ3 ქვიშა-ხრეში:

                                                                                      

N

X

Y

1

545604

4601971

2

545665

4601981

3

545691

4601974

4

545700

4601864

5

545613

4601861

S = 0,99 ჰა

WGS 1984

 

გ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ქალაქი საგარეჯოს მიმდებარე ტერიტორია–474 მ3 ქვიშა-ხრეში:

 

 

                                                                                      

N

X

Y

1

526892

4621350

2

526910

4621349

3

526897

4621283

4

526883

4621282

S = 0,11 ჰა

WGS 1984

 

2. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ვალდებულია:

       ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნებისათვის.

       3. დადგინდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის გადასახდელი თანხა შემდეგი ოდენობით:

ა) სოფ. დიდი ჩაილურის მიმდებარე ტერიტორიაზე 2122 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისათვის - 369 ლარი;

ბ) სოფ. თულარის მიმდებარე ტერიტორიაზე 6430 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისათვის – 1118 ლარი;

გ) ქალაქი საგარეჯოს მიმდებარე ტერიტორიაზე 474 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისათვის - 83 ლარი.

4. საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

5. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

6. საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი