სამტრედიის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1692
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019738
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1692

2015 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, სამტრედიის მუნიციპალიტეტი სამი თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის (გამოფიტული ტუფობრექჩია, ტუფო-ქვიშაქვა) მოპოვების ლიცენზიისაგან სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შემდეგ X და Y კოორდინატების საზღვრებში:

ა) სოფ. საჯავახოს მიმდებარე ტერიტორია − 1200 მ3 გამოფიტული ტუფობრექჩია:

 

 №

X

Y

1

277787

4663346

2

277789

4663352

3

277804

4663351

4

277813

4663347

5

277809

4663338

S = 0.02 ჰა

WGS 1984;

 

ბ) სოფ. ოფრეთის მიმდებარე ტერიტორია − 3500 მ3 გამოფიტული ტუფობრექჩია:

 

№

X

Y

1

285554

4660049

2

285583

4660020

3

285594

4660002

4

285580

4659999

5

285581

4659979

6

285572

4659978

7

285532

4660026

S = 0.21 ჰა

WGS 1984;

გ) სოფ. გამოჩინებულის მიმდებარე ტერიტორია − 800 მ3 გამოფიტული ტუფობრექჩია:

 

№

X

Y

1

277880

4660893

2

277886

4660903

3

277908

4660891

4

277901

4660880

S = 0.03 ჰა

WGS 1984;

 

დ) სოფ. ტოლების მიმდებარე ტერიტორია − 4000 მ3 გამოფიტული ტუფო-ქვიშაქვა:

 

№

X

Y

1

271913

4662358

2

271946

4662349

3

271934

4662325

4

271907

4662332

S = 0.08 ჰა

WGS 1984.

 

2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი - სამტრედიის მუნიციპალიტეტი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;

გ) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდა.

3. დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა, შემდეგი ოდენობით:

ა) სოფ. საჯავახოს მიმდებარე ტერიტორიაზე 1200 მ3 გამოფიტული ტუფობრექჩიის მოპოვებისთვის - 1200 (ათას ორასი) ლარი;

ბ) სოფ. ოფრეთის მიმდებარე ტერიტორიაზე 3500 მ3 გამოფიტული ტუფობრექჩიის მოპოვებისთვის - 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარი;

გ) სოფ. გამოჩინებულის მიმდებარე ტერიტორიაზე 800 მ3 გამოფიტული ტუფობრექჩიის მოპოვებისთვის - 800 (რვაასი) ლარი;

       დ) სოფ. ტოლების მიმდებარე ტერიტორიაზე 4000 მ3 გამოფიტული ტუფო-ქვიშაქვის მოპოვებისთვის - 4000 (ოთხი ათასი) ლარი.

4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

5. სამტრედიის მუნიციპალიტეტმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამტრედიის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.08.2015.
როდის იქნა მიღებული „სამტრედიის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“?
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“ მიღებულია 03.08.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1692. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019738.
სად არის „სამტრედიის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.08.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“, №1692, 03.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019738 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2944457/