თერჯოლის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1163
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021619
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარულება №1163

2016 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში – დებულება) 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, თერჯოლის მუნიციპალიტეტი 3 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 30 000 (ოცდაათი ათასი) მ3 საშენი მასალა (კირქვა, ღორღი) შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

ა) სოფ. ზედა ალისუბნის მიმდებარე ტერიტორია
– 7500 კბ.მ კირქვა (ღორღი):

X

Y

1

337896

4680840

2

337928

4680858

3

337951

4680803

4

337938

4680776

5

337904

4680782

S = 0.30ჰა

WGS 1984;

ბ) სოფ. ქვედა სიმონეთის მიმდებარე ტერიტორია
– 15 000 კბ.მ ღორღი:

X

Y

1

322426

4678320

2

322431

4678294

3

322399

4678228

4

322368

4678187

5

322326

4678174

6

322343

4678197

7

322364

4678263

S = 0.52 ჰა

WGS 1984;

გ) სოფ. თავასას მიმდებარე ტერიტორია – 7500 კბ.მ ღორღი:

X

Y

1

342520

4682856

2

342596

4682798

3

342558

4682780

4

342532

4682790

5

342497

4682814

S = 0.36 ჰა

WGS 1984.

2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი – თერჯოლის მუნიციპალიტეტი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;

გ) დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა და თერჯოლის მუნიციპალიტეტმა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი ოდენობის თანხების გადახდა:

გ.ა) ზედა ალისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე – 7500 მ3 კირქვის (ღორღი) მოპოვებისათვის – 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარი;

გ.ბ) სოფ. ქვედა სიმონეთის მიმდებარე ტერიტორიაზე – 15 000 მ3 ღორღის მოპოვებისათვის – 3 000 (სამი ათასი) ლარი;

გ.გ) სოფ. თავასას მიმდებარე ტერიტორიაზე – 7500 მ3 ღორღის მოპოვებისათვის – 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარი.

3. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

4. თერჯოლის მუნიციპალიტეტმა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი                                                                 გიორგი კვირიკაშვილი