ტყიბულის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2478
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020363
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2478

2015 წლის 19  ნოემბერი

ქ. თბილისი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში – დებულება) 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, ტყიბულის მუნიციპალიტეტი სამი თვის ვადით გათავისუფლდეს 17 850 მ3 სასარგებლო წიაღისეულის (ღორღი, ქვიშა-ხრეში) მოპოვების ლიცენზიისაგან, ქვემოთ მითითებული X და Y კოორდინატების საზღვრებში:

ა) სოფ. ხრესილის მიმდებარე ტერიტორია – 2530 მ3 ღორღი

 

X

Y

1

326963

4690864

2

326949

4690878

3

326986

4690917

4

327006

4690900

S = 0, 13ჰა

WGS 1984;

 

       ბ) სოფ. ოჯოლას მიმდებარე ტერიტორია – 4000 მ3 ღორღი

 

X

Y

1

317400

4695262

2

317404

4695297

3

317416

4695318

4

317447

4695305

5

317428

4695251

S = 0, 20ჰა

WGS 1984;

 

     გ) სოფ. მანდიკორის მიმდებარე ტერიტორია – 316 მ3 ქვიშა-ხრეში

 

X

Y

1

321440

4691534

2

321439

4691550

3

321444

4691567

4

321451

4691567

5

321449

4691534

S = 0,3 ჰა

WGS 1984;

      დ) სოფ. ორპირის მიმდებარე ტერიტორია – 810 მ3 ქვიშა-ხრეში

 

X

Y

1

319725

4688836

2

319730

4688851

3

319734

4688867

4

319729

4688880

5

319726

4688889

6

319732

4688891

7

319747

4688867

8

319747

4688840

9

319738

4688830

S = 0,08ჰა

WGS 1984;

 

       ე) სოფ. მუხურას მიმდებარე ტერიტორია 4320 მ3 ღორღი

 

X

Y

1

339222

4688247

2

339215

4688240

3

339205

4688245

4

339196

4688256

5

339191

4688267

6

339199

4688279

S = 0, 5ჰა

WGS 1984;

      ვ) სოფ. კურსების მიმდებარე ტერიტორია 5874 მ3 ღორღი

 

X

Y

1

314060

4682992

2

314111

4683025

3

314134

4683018

4

314139

4683002

5

314094

4682979

6

314089

4682987

7

314070

4682979

S = 0, 20 ჰა

WGS 1984.

 

2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი – ტყიბულის მუნიციპალიტეტი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის.

3. ტყიბულის მუნიციპალიტეტმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სამუშაოები სოფელ კურსების მიმდებარე ტერიტორიაზე აწარმოოს სს „საქართველოს რკინიგზის“, ხოლო სოფელ მუხურას მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

4. დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა წიაღითსარგებლობის ოთხ ობიექტზე (სოფელ ხრესილის, სოფელ ოჯოლას, სოფელ მუხურასა და სოფელ კურსების მიმდებარე ტერიტორიებზე) და მუნიციპალიტეტმა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი ოდენობის თანხების გადახდა:

ა) სოფ. ხრესილის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2530 მ3 ღორღის მოპოვებისთვის 506 (ხუთას ექვსი) ლარი;

ბ) სოფ. ოჯოლას მიმდებარე ტერიტორიაზე, 4000 მ3 ღორღის მოპოვებისთვის 800 (რვაასი) ლარი;

 გ) სოფ. მანდიკორის მიმდებარე ტერიტორიაზე, 316 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის 55 (ორმოცდათხუთმეტი) ლარი;

დ) სოფ. ორპირის მიმდებარე ტერიტორიაზე, 810 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის 141 (ას ორმოცდაერთი) ლარი;

ე) სოფ. მუხურას მიმდებარე ტერიტორიაზე, 4320 მ3 ღორღის მოპოვებისთვის 864 (რვაას სამოცდაოთხი) ლარი;

ვ) სოფ. კურსების მიმდებარე ტერიტორიაზე, 5874 მ3 ღორღის მოპოვებისთვის 1174,8 (ათას ას სამოცდათოთხმეტი და ოთხმოცი) ლარი.

5. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

6. ტყიბულის მუნიციპალიტეტმა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრი                                                         ირაკლი ღარიბაშვილი