ტყიბულის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1468
2016 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში – დებულება) 74 მუხლის საფუძველზე, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსების ფარგლებში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, ტყიბულის მუნიციპალიტეტი, 3 თვის ვადით, გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 20 860 (ოცი ათას რვაას სამოცი) მ3 ღორღი და 1 471 (ერთი ათას ოთხას სამოცდათერთმეტი) მ3 ქვიშა-ხრეში შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
ა) სოფ. მუხურას მიმდებარე ტერიტორია - 4512 კბ.მ ღორღი:
| № | X | Y |
| 1 | 345145 | 4689784 |
| 2 | 345146 | 4689814 |
| 3 | 345196 | 4689814 |
| 4 | 345197 | 4689784 |
| S = 0.15 ჰა | ||
| WGS 1984; |
ბ) სოფ. მანდიკორის მიმდებარე ტერიტორია – 329 კბ.მ ქვიშა-ხრეში:
| № | X | Y |
| 1 | 321447 | 4691574 |
| 2 | 321454 | 4691574 |
| 3 | 321455 | 4691535 |
| 4 | 321444 | 4691535 |
| S = 0.04 ჰა | ||
| WGS 1984; |
გ) სოფ. ორპირის მიმდებარე ტერიტორია – 881 კბ.მ ქვიშა-ხრეში:
| № | X | Y |
| 1 | 319740 | 4688827 |
| 2 | 319725 | 4688836 |
| 3 | 319734 | 4688866 |
| 4 | 319728 | 4688883 |
| 5 | 319735 | 4688886 |
| 6 | 319750 | 4688862 |
| 7 | 319749 | 4688844 |
| S = 0.09 ჰა | ||
| WGS 1984; |
დ) სოფ. ხრესილის მიმდებარე ტერიტორია – 261 კბ.მ ქვიშა-ხრეში:
| № | X | Y |
| 1 | 324622 | 4690067 |
| 2 | 324625 | 4690099 |
| 3 | 324634 | 4690098 |
| 4 | 324630 | 4690067 |
| S = 0.03 ჰა | ||
| WGS 1984; |
ე) სოფ. ახალსოფლის მიმდებარე ტერიტორია – 6840 კბ.მ კირქვა (ღორღი):
|
| X | Y |
| 1 | 329982 | 4682823 |
| 2 | 329990 | 4682860 |
| 3 | 330019 | 4682865 |
| 4 | 330026 | 4682842 |
| 5 | 330007 | 4682821 |
| S = 0.14 ჰა | ||
| WGS 1984; |
ვ) სოფ. ბუეთის მიმდებარე ტერიტორია – 2529 კბ.მ ტუფოქვიშაქვა (ღორღი):
| № | X | Y |
| 1 | 324944 | 4689345 |
| 2 | 324950 | 4689357 |
| 3 | 325004 | 4689362 |
| 4 | 325002 | 4689345 |
| 5 | 324972 | 4689347 |
| S = 0.07 ჰა | ||
| WGS 1984; |
ზ) სოფ. მუხურას მიმდებარე ტერიტორია – 4084 კბ.მ კირქვა (ღორღი):
| № | X | Y |
| 1 | 339445 | 4688258 |
| 2 | 339420 | 4688283 |
| 3 | 339455 | 4688326 |
| 4 | 339483 | 4688304 |
| S = 0.20 ჰა | ||
| WGS 1984; |
თ) სოფ. ოჯოლას მიმდებარე ტერიტორია – 1025 კბ.მ ტუფობრექჩია (ღორღი):
| № | X | Y |
| 1 | 317365 | 4695185 |
| 2 | 317357 | 4695191 |
| 3 | 317370 | 4695208 |
| 4 | 317378 | 4695202 |
| S = 0.02 ჰა | ||
| WGS 1984; |
ი) სოფ. წყნორის მიმდებარე ტერიტორია – 1870 კბ.მ ტუფოქვიშაქვა (ღორღი):
| № | X | Y |
| 1 | 327115 | 4696388 |
| 2 | 327109 | 4696404 |
| 3 | 327159 | 4696427 |
| 4 | 327164 | 4696416 |
| 5 | 327140 | 4696397 |
| S = 0.09 ჰა | ||
| WGS 1984. |
2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი – ტყიბულის მუნიციპალიტეტი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის.
3. დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა და ტყიბულის მუნიციპალიტეტმა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი ოდენობის თანხების გადახდა:
ა) სოფ. მუხურას მიმდებარე ტერიტორია – 4512 კბ.მ ღორღის მოპოვებისთვის - 902,4 ლარი;
ბ) სოფ. მანდიკორის მიმდებარე ტერიტორია – 329 კბ.მ ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის - 65,8 ლარი;
გ) სოფ. ორპირის მიმდებარე ტერიტორია - 881 კბ.მ ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის - 176,2 ლარი;
დ) სოფ. ხრესილის მიმდებარე ტერიტორია - 261 კბ.მ ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის - 52,2 ლარი;
ე) სოფ. ახალსოფლის მიმდებარე ტერიტორია - 6840 კბ.მ ღორღის მოპოვებისთვის - 1368 ლარი;
ვ) სოფ. ბუეთის მიმდებარე ტერიტორია – 2529 კბ.მ ტუფოქვიშაქვის (ღორღის) მოპოვებისთვის - 505,8 ლარი;
ზ) სოფ. მუხურას მიმდებარე ტერიტორია – 4084 კბ.მ კირქვის (ღორღის) მოპოვებისთვის - 816,8 ლარი;
თ) სოფ. ოჯოლას მიმდებარე ტერიტორია –1025 კბ.მ ტუფობრექჩიის (ღორღის) მოპოვებისთვის - 205 ლარი;
ი) სოფ. წყნორის მიმდებარე ტერიტორია – 1870 კბ.მ ტუფოქვიშაქვის (ღორღის) მოპოვებისთვის - 374 ლარი.
4. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).
5. ტყიბულის მუნიციპალიტეტმა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი