ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1961
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022289
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1961

2016 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში – დებულება) 74 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიისგან დაზიანებული გზების რეაბილიტაციის მიზნით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, 3 თვის ვადით, გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 2 000 (ორი ათასი) მ3 ინერტული მასალა (ღორღი, ქვიშა-ხრეში) შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

ა) სოფ. ბაზალეთის მიმდებარედ, 800 მ3 ღორღი:

 

X

Y

1

352210

4655512

2

352230

4655506

3

352231

4655486

4

352217

4655479

5

352203

4655485

6

352198

4655508

S = 0,08 ჰა

WGS 1984;

 

ბ) სოფ. ხიდარის მიმდებარედ, 635 მ3 ღორღი:

 

X

Y

1

345871

4653375

2

345881

4653369

3

345874

4653346

4

345852

4653348

5

345852

4653373

S = 0,07 ჰა

WGS 1984;

 

გ) სოფ. საქასრიას მიმდებარედ, 565 მ3 ქვიშა-ხრეში:

 

X

Y

1

359181

4663554

2

359150

4663534

3

359135

4663532

4

359147

4663549

5

359182

4663569

S = 0,06 ჰა

WGS 1984.

 

2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი – ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის.

3. დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა და მუნიციპალიტეტმა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 400 ლარის გადახდა.

4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი