ტყიბულის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1678
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019720
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1678

2015 წლის 3 1 ივლისი

ქ. თბილისი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, ტყიბულის მუნიციპალიტეტი გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით და მიეცეს უფლება, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მანჭიორის ტერიტორიაზე მოიპოვოს 10 000 (ათი ათასი) მ3 საშენი მასალა (წინწკილას კირქვა, (ღორღი)), შემდეგ X და Y კოორდინატების საზღვრებში:

 

X

Y

1

331173

4682394

2

331227

4682436

3

331238

4682417

4

331217

4682403

5

331234

4682383

6

331190

4682373

S = 0, 20 ჰა

WGS 1984.

 

2. დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის 10 000 (ათი ათასი) მ3 წინწკილას კირქვას (ღორღი) მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა 1739 (ათას შვიდას ოცდაცხრამეტი) ლარის ოდენობით.

3. ტყიბულის მუნიციპალიტეტი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;

გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდა, განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

დ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სამუშაოები საავტომობილო გზების გასწვრივ აწარმოოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან − საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.

4. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

5. ტყიბულის მუნიციპალიტეტმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი