დმანისის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2072
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018050
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№2072

2014 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

დმანისის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების (გზების /ხიდების აღდგენა-რეაბილიტაცია)განსახორციელებლად, დმანისის მუნიციპალიტეტი გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის (საშენი მასალ ები) მოპოვების ლიცენზიისაგან 3თვის ვადით და მიეცეს უფლება, დმანისის მუნიციპალიტეტში მოიპოვოს 1550 (ათას ხუთას ორმოცდაათი) მ3 სასარგებლო წიაღისეული (ტუფობრექჩია, გრანიტი), შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

ა) სოფ. გომარეთის მიმდებარე ტერიტორია - 150 მ3 გრანიტი:

 

X

Y

1

433541

4595432

2

433564

4595440

3

433546

4595463

4

433535

4595441

S = 0,05 ჰა

WGS 1984;

 

 ბ) სოფ. კამიშლოს მიმდებარე ტერიტორია– 1200 მ3 ტუფობრექჩია:

                                                                                      

X

Y

1

444004

4566548

2

444034

4566550

3

444035

4566539

4

444011

4566534

S = 0,04 ჰა

WGS 1984;

 

       გ) სოფ. კამარლოს მიმდებარე ტერიტორია – 200 3 ტუფობრექჩია :

                                                                                      

X

Y

1

427734

4587521

2

427716

4578526

3

427717

4578536

4

427739

4578533

S = 0,02 ჰა

WGS 1984.

 

2. დმანისის მუნიციპალიტეტი ვალდებულია:

ა) უზრუნველყო ს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნ ებ ით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნებისათვის.

3. დადგინდეს დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებ ისთვის გადასახდელი თანხა, შემდეგი ოდენობით:

ა)150 (ას ორმოცდაათი) მ3 გრანიტის მოპოვებისათვის - 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარი;

ბ) 1200 (ათას ორასი) მ3 ტუფობრექჩიის მოპოვებისათვის - 600 (ექვსასი) ლარი;

გ) 200 (ორასი) მ3 ტუფობრექჩიის მოპოვებისათვის - 100 (ასი) ლარი.

4. დმანისის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

5. დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

  6. დმანისის მუნიციპალიტეტმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი                                          ი . ღარიბაშვილი