უცხოური საწარმოს ფილიალის „შპს ჩაინა ნუქლეარ ინდასტრი 23 ქონსტრაქშენ კო-ს ფილიალი საქართველოში“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1380
2014 წლის 5 აგვისტო
ქ. თბილისი
უცხოური საწარმოს ფილიალის „შპს ჩაინა ნუქლეარ ინდასტრი 23 ქონსტრაქშენ კო-ს ფილიალი საქართველოში“სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი-აგარა-აგარის შემოვლითი გზის მოდერნიზაციის პროექტის (კმ95-კმ114) სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განსახორციელებლად, უცხოური საწარმოს ფილიალი „შპს ჩაინა ნუქლეარ ინდასტრი 23 ქონსტრაქშენ კო-ს ფილიალი საქართველოში“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის (საშენ ი მასალები) მოპოვების ლიცენზიისაგან 3 (სამი) თვის ვადით და მიეცეს უფლება, განახორციელოს:
ა) 153 300 მ3 აგარის ქვიშა-ხრეშის მოპოვება ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფ. მოხისის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდეგ ი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| № | X | Y |
| 1 | 400904 | 4653273 |
| 2 | 401040 | 4653285 |
| 3 | 401171 | 4653275 |
| 4 | 401255 | 4653236 |
| 5 | 401322 | 4653181 |
| 6 | 401245 | 4653147 |
| 7 | 401162 | 4653135 |
| 8 | 401045 | 4653132 |
| 9 | 400914 | 4653127 |
| S=5,11 ჰა | ||
| WGS 1984 |
ბ) 189 600 მ3 აგარის ქვიშა-ხრეშის მოპოვება ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფ. მოხისის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდეგ ი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| № | X | Y |
| 1 | 400871 | 4653118 |
| 2 | 400749 | 4653092 |
| 3 | 400619 | 4653086 |
| 4 | 400583 | 4653164 |
| 5 | 400574 | 4653206 |
| 6 | 400559 | 4653301 |
| 7 | 400649 | 4653330 |
| 8 | 400779 | 4653369 |
| 9 | 400834 | 4653248 |
| S=6 ,32ჰა | ||
| WGS 1984 |
2. უცხოური საწარმოს ფილიალმა „შპს ჩაინა ნუქლეარ ინდასტრი 23 ქონსტრაქშენ კო-ს ფილიალი საქართველოში“ უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნ ებ ით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზღვრული პირობების შესრულება.
3. უცხოური საწარმოს ფილიალი „შპს ჩაინა ნუქლეარ ინდასტრი 23 ქონსტრაქშენ კო-ს ფილიალი საქართველოში“ ვალდებულია:
ა) ამ განკარგულების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მიზნებისათვის;
ბ) განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში:
ბ.ა) 26 661 (ოცდაექვსი ათას ექვსას სამოცდაერთი) ლარის გადახდა - 153 300 მ3 აგარის ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებისთვის;
ბ.ბ) 32 974 (ოცდათორმეტი ათას ცხრაას სამოცდათოთხმეტი) ლარის გადახდა - 189 600 მ3 აგარის ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებისთვის.
4.უცხოური საწარმოს ფილიალის „შპს ჩაინა ნუქლეარ ინდასტრი 23 ქონსტრაქშენ კო-ს ფილიალი საქართველოში“ მიერ ლიცენზიისგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამ ხ ედველობის დეპარტამენტი).
5 . უცხოური საწარმოს ფილიალმა „შპს ჩაინა ნუქლეარ ინდასტრი 23 ქონსტრაქშენ კო-ს ფილიალი საქართველოში“, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი