საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
|
ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილება №24.01.1077 |
|
2013 წლის 19 სექტემბერი ქ. თბილისი |
საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტისა
და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის
დამტკიცების შესახებ
„საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 218-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
მუხლი 1
ქ. თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.Tbilisi.gov.ge გამოქვეყნდეს ქ. თბილისის მერიაში მიღებული ყველა ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო ან/და კომერციულ საიდუმლოებას ან სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს მიკუთვნებულ ინფორმაციას, ასევე ის ინფორმაცია, რომელიც არ არის გამოქვეყნებული სხვა წესით.
მუხლი 2
ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურები, ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს დამუშავებული სახით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით აწვდიან ქ. თბილისის მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ეცნობა მათ და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ აქვეყნებს ქ. თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.Tbilisi.gov.ge
მუხლი 3
ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულები - საქალაქო სამსახურები, ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს დამუშავებული სახით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით აწვდიან ქ. თბილისის მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ეცნობა მათ და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ აქვეყნებს ქ. თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.Tbilisi.gov.ge.
მუხლი 4
ქ. თბილისის რაიონული გამგეობების სტრუქტურული ერთეულები, ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს დამუშავებული სახით, ელეტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით აწვდიან შესაბამისი რაიონული გამგეობის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ეცნობა მათ და ამ დადგენილების პირველ პუნქტთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ აქვეყნებს ქ. თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.Tbilisi.gov.ge.
მუხლი 5
საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნა შესაძლებელია foi@tbilisi.gov.ge მისამართზე შესაბამისი მოთხოვნის გამოგზავნით.
მუხლი 6
ამ დადგენილების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა უნდა მომზადდეს წერილობითი ფორმით, ყველა იმ რეკვიზიტის მითითებით, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით. ასეთი წესით მომზადებული განცხადებისა და მოთხოვნის ავტორის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის PDF ფორმატში სკანირებული ფაილი ან ფაილები გადმოგზავნილი უნდა იქნეს შესაბამის ელექტონული ფოსტის მისამართზე.
მუხლი 7
ამ დადგენილების მე-4 და მე-5 პუნქტის მოთხოვნების გაუთვალისწინებლობა განაცხადის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მუხლი 8
ქ. თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტსა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესს განსაზღვრავენ მათ მიერ გამოცემული აქტებით.
მუხლი 9
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.12.2013.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 19.09.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია). დოკუმენტის ნომერი — №24.01.1077. სარეგისტრაციო კოდი — 010320010.37.101.016166.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 10.12.2013-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება „საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“, №24.01.1077, 19.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 010320010.37.101.016166 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2020850/