სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1377
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016044
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1377

2013 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს თვითმმართველ ერთეულებში გამრიცხველიანების პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა:

ა)  წყლის აღრიცხვის კვანძების მოსაწყობად საჭირო მრიცხველის ყუთების შესყიდვა 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ფარგლებში, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“  საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით;

ბ) განკარგულების „ა“ პუნქტში მითითებული შესყიდვის ობიექტის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს არსებული ასიგნებებით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემის მიზნით.

პ რემიერ‑ მინისტრი                                           ბ. ივანიშვილი