განჩინება შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/5795-13
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
2013 წ ლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე:თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი _შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის’’ რეაბილიტაციის მმართველი ირაკლი ქაშაკაშვილი
მოთხოვნა _კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რეაბილიტაციის მმართველის ირაკლი ქაშაკაშვილის განცხადება კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ და
გამოარკვია :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის’’ მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა რეაბილიტაციის მმართველმა ირაკლი ქაშაკაშვილმა, რომელმაც მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: სასამართლოში შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის’’ კრედიტორების დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების აღიარებისა და რეაბილიტაციის გეგმის პროექტის განხილვა, დამტკიცების შესახებ.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეული იქნეს 2013 წლის 30 სექტემბერს 10:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე:ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №29 შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. სასამართლოში შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის’’ რეაბილიტაციის გეგმის წარდგენა;
1.2. კრედიტორების დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების აღიარების შესახებ;
1.3. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა;
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი