⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.09.2015)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.09.2013
ძალის დაკარგვა 01.09.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №1120
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016207
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/09/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,141 სიტყვა · ~21 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.09.2013 მიღება
01.09.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოს თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №1120 2013 წლის 28 სექტემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტას“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 მაისის N394 ბრძანებულების მე-3 პუნქტისა და „ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების - საჯარო  სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრთან „დელტასთან“ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების - საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 დეკემბრის N1088  ბრძანებულების შესაბამისად,  ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის N321 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ (შემდგომში – ცენტრი) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“. ცენტრი წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას. 2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). 3. ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონები, კანონქვემდებარე აქტები და წინამდებარე დებულება. 4. ცენტრი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ. 5. სამინისტროს თანხმობით, ცენტრი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. 6. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების გამოსახულებით, სატიტულო ბლანკი და შტამპები. 7. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, 0169, მნათობის ქ. N 73 ტელ.: 2956080   2706986 ფაქსი: 2956080; 2706986 მუხლი 2🔗. ცენტრის  სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები ცენტრთან შექმნილია შემდეგი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები – საჯარო სამართლის იურიდიული პირები (შემდგომ – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება): ა) სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი; ბ) ინსტიტუტი „ოპტიკა‘‘; გ) გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი; დ) რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი; ე) ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი; ვ) მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი. მუხლი 3🔗. ცენტრის მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. ცენტრის ძირითადი მიზნები, ამოცანები და ფუნქციებია: ა) ქვეყანაში არსებული ვადაგასული, გამოუყენებელი საბრძოლო მასალების, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის: ა.ა) მიღებისთანავე მეორადი პროდუქციის მიხედვით დახარისხება; ა.ბ) ვარგისიანობისა და ღირებულების წინასწარი საექსპერტო შეფასების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ა.გ) უტილიზაცია; ა.დ) რეალიზება; ა.ე) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვაგვარი გამოყენება.  ბ) ფეთქებადი ნივთიერებების (მათ შორის უტილიზებული) გადამუშავება სამხედრო და სამრეწველო დანიშნულებისათვის;  გ) საბრძოლო იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო დანიშნულების ტექნიკისა და აღჭურვილობის შექმნა, აღდგენა, მოდერნიზება, მომსახურება და რემონტი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;  დ) მრეწველობაში სამხედრო დანიშნულების ნაკეთობების სერიული ათვისების ორგანიზება, სერიული წარმოების ორგანიზება და/ან მონაწილეობის მიღება ასეთ საქმიანობაში;  ე) სამხედრო-სამრეწველო დანიშნულების სპეციალური ობიექტების დაპროექტება და მშენებლობის ორგანიზება; ვ) საჯავშნე მასალების შექმნა, ცოცხალი ძალის უსაფრთხოებისა და სპეციალური ობიექტების დაცვითი სისტემების სამეცნიერო-ტექნიკური უზრუნველყოფა;  ზ) სპეციალური სამხედრო-ტექნიკური აღჭურვილობისა და ტექნოლოგიური პროცესების მაკონტროლებელი და მზომი – მეტროლოგიური დანიშნულების ხელსაწყოების შექმნა და წარმოების ორგანიზება;  თ) სპეციალური დანიშნულების ოპტიკური და ელექტრონული ხელსაწყო-დანადგარების, სისტემებისა და მათი აღჭურვილობის შექმნა-დანერგვა, აღდგენა, მოდერნიზება, მომსახურება და რემონტი;  ი) სამხედრო ობიექტებისა და შენობა-ნაგებობების დაცვის სპეციალური სისტემების შემუშავება, დანერგვა, მომსახურება და რემონტი;  კ) სამხედრო-სასწავლო ტრენაჟორების დამუშავება, აღდგენა, მოდერნიზება, მომსახურება და რემონტი; ლ) საპოლიგონო გამოცდების მეთოდოლოგიური და აპარატული უზრუნველყოფა;  მ) ფეთქებადი ნივთიერებების, იარაღის, საბრძოლო მასალების, საბრძოლო ტექნიკის და მათი მაკომპლექტებელი ელემენტების შეძენა-შენახვა, ტრანსპორტირება, რეალიზაცია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;  ნ) სამხედრო თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ორგანიზაციების საკვლევი, საცდელ-საკონსტრუქტორო და საწარმოო-ტექნოლოგიური ბაზის შესაძლებლობების შესწავლა და სათანადო წინადადებების მომზადება; ო) ჰუმანიტარული განაღმვითი საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა და კოორდინაცია; პ)  მეორე მუხლში მოცემული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; ჟ) ქვეყანაში სეტყვასაწინააღმდეგო და ზვავსაწინააღმდეგო საქმიანობასთან დაკავშირებული სისტემების დამუშავება, მოდერნიზება, შექმნა, დანერგვა და მომსახურება; რ) ცენტრისათვის მართვის უფლებით გადაცემული იურიდიული პირების მართვა და კონტროლი მესაკუთრის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად; ს) ცენტრის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის (მათ  შორის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის) კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტურობის შემოწმება; ტ) სამინისტროს მიერ განსაზღვრული სხვა ამოცანები და ფუნქციები. 2. ცენტრი თავისი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე: ა) მონაწილეობს შესაბამისი სამინისტროების, გაერთიანებების, საწარმოების, სამეცნიერო-საკონსტრუქტორო და საპროექტო ორგანიზაციების ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებული წინადადებების განხილვაში; ბ) მონაწილეობს იმ წინადადებათა შემუშავებაში, რომლებიც ეხება ოპტიკის, ელექტრონიკის, სპეციალური ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას, წარმოებასა და ექსპლუატაციას; გ) ქვეყნის სამეცნიერო-ტექნიკურ საწარმოებსა და ორგანიზაციებში ახალი ტექნიკის შექმნის საკითხებში შეიმუშავებს პრიორიტეტულ მიმართულებებს და შესაბამის სახელმწიფო პროგრამებს სათანადო უწყებებთან ერთად; დ) მონაწილეობს იმ წინადადებათა შემუშავებაში, რომლებიც ეხება შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის შექმნის, წარმოებისა და ექსპლუატაციის დარგში სხვა ქვეყნებთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას; ე) შეიმუშავებს წინადადებებს გამოუყენებელი, ვადაგასული ან ექსპლუატაციიდან გამოსული შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის და საბრძოლო მასალების მეორადი გამოყენების (რემონტის, აღდგენის), ლიკვიდირების ან უტილიზაციის შესახებ შესაბამის სტრუქტურებთან შეთანხმებულ და დამტკიცებულ ნომენკლატურასა და სახეობაზე; ვ) ამტკიცებს და გასცემს ტექნიკურ დავალებებს, გეგმებს სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შესრულებაზე; ზ) ატარებს ცენტრში შექმნილი და დამზადებული შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის საცდელი ნიმუშების (კომპლექსების, სისტემების), სერიული პროდუქციის, აგრეთვე მაკომპლექტებელი ნაკეთობებისა და მასალების გამოცდებს, მონაწილეობს მათ სახელმწიფო გამოცდებში, ამზადებს ტექნიკურ დოკუმენტაციას მათ მისაღებად შეიარაღებაზე და ახორციელებს სერიულ წარმოებაში დანერგვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; თ) უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების, დამზადებული საცდელი ნიმუშების და სერიული პროდუქციის შესაბამისობას სახელმწიფო სტანდარტების, სახელმწიფო შემკვეთის ტექნიკური დავალებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებთან; ი) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ახორციელებს ტექნიკურ ზედამხედველობას (შეიმუშავებს რეკომენდაციებს) სამხედრო დანიშნულების ფეთქებად ნივთიერებებთან დაკავშირებული სამუშაოების ტექნოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;            კ) ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავებისა და პროდუქციის სერიულ წარმოებაში გადაცემის შემთხვევაში, სახავს და კომპეტენტურ ორგანოებთან ათანხმებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვასთან დაკავშირებულ სათანადო ღონისძიებებს;    ლ) უზრუნველყოფს ცენტრის მიერ შემუშავებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციის პატენტუნარიანობას;         მ) მონაწილეობს ქვეყნის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სამხედრო ტექნიკის, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის გამოფენების ორგანიზაციასა და გამართვაში; ნ) ძირითადი ამოცანების განხორციელებისას, დადგენილი წესის შესაბამისად, იყენებს ქვეყნის სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო ორგანიზაციების პოტენციალს;            ო) მონაწილეობს ქართული სამხედრო და სპეციალური ტერმინოლოგიის შემუშავებაში, სახელმწიფო სტანდარტების ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში, ნორმატიული დოკუმენტაციის შემუშავებასა და პრაქტიკაში დანერგვაში;            პ) გამოსცემს პერიოდულ სამხედრო-ტექნიკურ ჟურნალსა და სპეციალურ ლიტერატურას; ჟ) სახელშეკრულებო საწყისებზე, ღებულობს მონაწილეობას სახელმწიფო პროგრამების შესრულებაში;                                  რ) ორგანიზებას უწევს და მონაწილეობას იღებს სამეცნიერო ფორუმებში (კონფერენცია, სემინარი, კონგრესი, ყრილობა), მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ; ს) უფლება აქვს ცენტრის საქმიანობის სფეროს ფარგლებში ჩაატაროს ექსპერტიზა კანონმდებლობით დადგენილი წესით. ექსპერტიზის ჩატარების წესსა და საექსპერტო მომსახურების ტარიფებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი); ტ) ეწევა სეტყვასაწინააღმდეგო და ზვავსაწინააღმდეგო საჯარო მომსახურებას მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით; უ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ცენტრი ახორციელებს სპორტულ-გამაჯანსაღებელ საქმიანობას; ფ) ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელების, სამხედრო მრეწველობის განვითარების, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის წარმოების მიზნებიდან გამომდინარე, სამინისტროსთან შეთანხმებით, საკუთარი ქონების ბაზაზე, ისე, რომ არსებითად არ გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე, აფუძნებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, იძენს წილს/აქციებს საწარმოში; ქ) ასრულებს სამინისტროს მიერ განსაზღვრულ დავალებებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. ცენტრს უფლება აქვს ეწეოდეს კომერციულ საქმიანობას, ისე რომ არსებითად არ გადავიდეს მეწარმეობაზე. 4. ცენტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული შემოსავლებითა და სახსრებით წარმოებულ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციას/მომსახურებას სამინისტროს აწვდის ანაზღაურების გარეშე. მუხლი 4🔗. ცენტრის მართვა 1. ცენტრის განვითარების მიმართულებებს, სამუშაო გეგმებს, წლიური ბიუჯეტის პროექტს და/ან მათში შესატან ცვლილებებსა და ანგარიშებს ამტკიცებს ცენტრის გენერალური დირექტორი  მინისტრთან შეთანხმებით. 2. ცენტრს უშუალოდ და ერთპიროვნულად მართავს ცენტრის გენერალური დირექტორი, რომელიც ინიშნება და თავისუფლდება მინისტრის ბრძანებით.  გენერალური დირექტორი არის სამოქალაქო პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად. 3. ცენტრს აგრეთვე ჰყავს აღმასრულებელი დირექტორი და გენერალური დირექტორის მოადგილეები. 4. ცენტრის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს აღმასრულებელი დირექტორი ან გენერალური დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 5. ცენტრის გენერალური დირექტორი: ა) ასრულებს ცენტრის წარმომადგენლობით ფუნქციას და პერსონალურად აგებს პასუხს ცენტრის საქმიანობის სწორი წარმართვისათვის; ბ) ანაწილებს ფუნქციებს აღმასრულებელ დირექტორს, გენერალური დირექტორის მოადგილეებს, სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მოსამსახურეებს შორის; გ) ანაწილებს საკურატორო სფეროებს აღმასრულებელ დირექტორს და გენერალური  დირექტორის მოადგილეებს  შორის; დ) წარმოადგენს ცენტრს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, მოქმედებს ცენტრის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით განაგებს ცენტრის ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ანგარიშებს ბანკში, ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფუნქციებს; ე) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის  სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსებსა და სხვა მოსამსახურეებს (მათ შორის ახორციელებს შტატგარეშე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებას, შრომითი ურთიერთობის შეჩერებას და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას), ხოლო აღმასრულებელ დირექტორსა და გენერალური დირექტორის მოადგილეებს, რომლებიც წარმოადგენენ სამოქალაქო პირებს, –მინისტრთან შეთანხმებით. ცენტრის სამხედრო მოსამსახურეებს, ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი; ვ) ახორციელებს ცენტრის მოსამსახურეების, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების ქვეყნის შიგნით მივლინებაში წარგზავნას, შვებულებაში გაშვებას; ზ) ახორციელებს ცენტრის  მოსამსახურეების, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში წარგზავნას; თ) ეკისრება პასუხისმგებლობა ცენტრის ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ გამოყენებაზე. იგი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე; ი) უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; კ) ამტკიცებს ცენტრის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას  მინისტრთან შეთანხმებით; ლ) ახორციელებს თანამდებობრივი სარგოს კატეგორიების მინიჭებას თანამდებობის დაკავებისათვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნების, მოსამსახურის კვალიფიკაციის, პროფესიული უნარ-ჩვევების, მუშაობის გამოცდილების და შესრულებული სამუშაოს შეფასების შედეგების მიხედვით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; მ) პასუხს აგებს ცენტრის ძირითადი ამოცანების შესრულებაზე, საქმიანობაში სახელმწიფო საიდუმლოების სათანადო რეჟიმის უზრუნველყოფაზე; ნ) სპეციალური დავალებების შესასრულებლად  ცენტრში ქმნის დროებით მიზნობრივ ჯგუფებს და იწვევს ამ ჯგუფებში სამუშაოდ სპეციალისტებს დადგენილი წესით; ო) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დებულებებს; პ) უფლებამოსილია ცენტრის ბიუჯეტის ფარგლებში, სამინისტროსთან შეთანხმებით, ცენტრის საწარმოო პროცესში ჩართული მოსამსახურეებისათვის, გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა, განსაზღვროს საათობრივი ან ნორმირებული ანაზღაურება; ჟ) ახორციელებს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებას. მუხლი 5🔗. მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება 1. ცენტრის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება შეიძლება მოიცავდეს: ა) თანამდებობრივ სარგოს; ბ) წოდებრივ სარგოს; გ) პრემიას; დ) სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხას; ე) დანამატს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. 2. სასურსათო ულუფის კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებზე. სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება გენერალური დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით. მუხლი 6🔗. სამეცნიერო–ტექნიკური საბჭო 1. ცენტრთან სათათბირო ორგანოს სტატუსით, მოქმედებს სამეცნიერო-ტექნიკური საბჭო, რომლის წევრები არიან ცენტრის წამყვანი სპეციალისტები. 2. სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს მუშაობაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა სათანადო უწყებების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, მოწვეულმა მეცნიერებმა და სპეციალისტებმა. 3. სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს შემადგენლობას ყოველწლიურად ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 7🔗. ცენტრის  სტრუქტურა 1. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადმინისტრაციის დეპარტამენტი; ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპატრამენტი; გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი; დ) ფინანსებისა და დაგეგმარების დეპარტამენტი; ე) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი; ვ) საიდუმლო რეჟიმის დეპარტამენტი; ზ) უსაფრთხოების დეპარტამენტი; თ) საგარეო ეკონომიკური დეპარტამენტი; ი) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი; კ) შიდა აუდიტისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი; ლ) ლოგისტიკის დეპარტამენტი; მ) მომსახურებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტი; ნ) სპეცქიმიის, უტილიზაციისა და ეკოლოგიის დეპარტამენტი; ო) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი; პ) საოპერაციო მართვის დეპარტამენტი; ჟ) საკონსტრუქტორო დიზაინის კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი; რ) საინჟინრო დეპარტამენტი; ს) ძირითადი წარმოება; ტ) პროგრამული უზრუნველყოფის მართვის დეპარტამენტი; უ) პროგრამული უზრუნველყოფის და ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების მართვის დეპარტამენტი; ფ) მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სამმართველო. 2. ცენტრის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი. სტრუქტურულ ქვედანაყოფის მნიშვნელობიდან და მის მიმართ დასახული ამოცანებიდან გამომდინარე, გენერალურ დირექტორს უფლება აქვს შეითავსოს სტრუქტურულ ქვედანაყოფის უფროსის თანამდებობა გენერალური დირექტორის ბრძანებით. 3. ცენტრის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში იქმნება ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთეულები. 4. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებას ამტკიცებს გენერალური დირექტორი. მუხლი 8🔗. ადმინისტრაციის დეპარტამენტი  1. ადმინისტრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) ცენტრისათვის  ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა კომპეტენციის ფარგლებში; ბ) ცენტრში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება და საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება; გ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების პროექტებისა და წინადადებების შემუშავება/დანერგვა; დ) ცენტრის მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა; ე) ცენტრის ოფისის/ოფისების შეუფერხებელი საქმიანობის ორგანიზება/ უზრუნველყოფა; ვ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან  შემოსული დავალებების შესრულების კოორდინაცია, მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებების მომზადება; ზ) ცენტრის ერთიანი საქმისწარმოების (სახელმწიფო საიდუმლო, არასაიდუმლო) უზრუნველყოფა და არქივის მართვა; კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო საიდუმლო და არასაიდუმლო  საქმისწარმოებისა  და არასაიდუმლო საარქივო საქმიანობის ორგანიზება. სამსახურებრივი დოკუმენტების შესრულების კონტროლის განხორციელება; თ) საიდუმლო რეჟიმის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა/განხორციელება და შესრულების კონტროლი; ი) ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული სამსახურების და ძირითადი წარმოების პირადი შემადგენლობისათვის პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა/ორგანიზება; კ) საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ლ) ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური აღრიცხვა; მ) ცენტრის ნაგებობების საექსპლუატაციო მომსახურება კომპეტენციის ფარგლებში; ნ) ცენტრის მიმდინარე ტერიტორიის დასუფთავება; ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება. 2. თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაცია უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან, ცენტრის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან და ასევე სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან; მუხლი 9🔗. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა; ბ) საზოგადოების ინფორმირება ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე; გ) ცენტრის ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან კომპეტენციის ფარგლებში; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება. მუხლი 10🔗.  სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი 1. სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის სამართლებრივი უზრუნველყოფა, გენერალური დირექტორის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ცენტრში მომზადებული სამართლებრივი აქტებისა და  სხვა შესაბამისი აქტების/დოკუმენტების პროექტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და ვიზირება, ცენტრში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა, შესაბამისი დასკვნების მომზადება; ბ) სამართალშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება, უზრუნველყოფა, შესრულება; გ) საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ცენტრის გენერალური დირექტორის, მისი მოადგილეების, აღმასრულებელი დირექტორის და  ცენტრის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება; დ) ცენტრის მოსამსახურეთათვის სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა/კოორდინაცია; ე) სპეციალური მინდობილობის/რწმუნებულობის საფუძველზე, ცენტრის წარმომადგენლობა და ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან, აგრეთვე, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში; ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება. 2. სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი ახორციელებს ცენტრთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ცენტრის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების სამართლებრივ კონსულტაციას, აძლევს მათ სამართლებრივ მითითებებსა და რეკომენდაციებს; 3. სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ გაცემული კონსულტაცია, რეკომენდაცია, მითითება არის ზეპირი ფორმის, რაც წერილობით შეიძლება გამოიხატოს კონკრეტული დოკუმენტის ვიზირებაში. მუხლი 11🔗. ფინანსებისა და დაგეგმარების დეპარტამენტი ფინანსებისა და დაგეგმარების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) ცენტრის მიერ გასატარებელი საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესწავლა და ცენტრის ფინანსური პოლიტიკის შემუშავება; ბ) ცენტრის პრიორიტეტებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნების საფუძველზე ცენტრის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და შესაბამის უწყებებში განსახილველად წარდგენა; გ) ცენტრის დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური გაწერა; დ) ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფინანსური უზრუნველყოფა; ე) ცენტრის დამტკიცებული ბიუჯეტის აღსრულება; ვ) ცენტრის  სტრუქტურული ქვედანაყოფების მიხედვით ფინანსური უზრუნველყოფის სისტემის შემუშავება და ცენტრალიზებული წესით, ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რეკვიზიტების მიხედვით ანგარიშსწორების უზრუნველყოფა; ზ) სახაზინო და საბანკო ოპერაციების წარმოება კანონმდებლობის შესაბამისად; თ) დაწესებულ ვადებში  ცენტრის და ცენტრთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების  საფინანსო ანგარიშგების გამოთხოვა, განხილვა, ნაერთი ბალანსის შედგენა და წარდგენა; ი) ეკონომიკური და ფინანსური ანალიზის, საბიუჯეტო სახსრებისა და  სტრატეგიული დაგეგმარების უზრუნველყოფა საჭიროების შემთხვევაში; კ) საერთაშორისო სტანდარტებით საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა; ლ) ფულადი საშუალებების, მასალების, ძირითადი ფონდებისა და სხვადასხვა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა; მ) არაფინანსური და ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვა; ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება. მუხლი 12🔗. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) ცენტრის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ბ) ცენტრის სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების  რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალურად გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება; გ) უფლებამოსილების ფარგლებში, ცენტრის მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ცენტრის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება; ე) სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო დოკუმენტაციის მომზადება; ვ) ცენტრის და ცენტრთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ცენტრის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების კადრების  მუშაობის მეთოდური კოორდინაცია; ზ) ცენტრის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან  დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა/განხორციელება; თ) მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების მომზადება, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენა; ი) ცენტრის მოსამსახურეთათვის დადგენილი წესით ატესტაციის ჩატარების ორგანიზება/განხორციელება; კ) დადგენილი წესის შესაბამისად, ცენტრის არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ორგანიზება; ლ) მოსამსახურეთა სტაბილურობის, მოძრაობის და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების შემუშავება, პერიოდული ანალიზი, შეფასება; მ) სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია/უზრუნველყოფა; ნ) ცენტრის შინაგანაწესის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ო) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; პ) კომპეტენციის ფარგლებში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება; ჟ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება. მუხლი 13🔗. საიდუმლო რეჟიმის დეპარტამენტი საიდუმლო რეჟიმის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) ცენტრის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის წარმართვა, კოორდინაცია, კონტროლი; ბ) ცენტრის საიდუმლო რეჟიმის დაცვის წარმართვა, ზედამხედველობა და კონტროლი; გ) სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება, კონტროლი; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება. მუხლი 14🔗. უსაფრთხოების დეპარტამენტი უსაფრთხოების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) ცენტრის, მისი მოსამსახურეებისა და ქონების უსაფრთხოების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში; ბ) ცენტრის საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა/განხორციელება; გ) ადმინისტრაციულ შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაცვითი     ღონისძიებების ორგანიზება და კონტროლი; დ) ცენტრის ტერიტორიაზე, შენობა ნაგებობებში და მიმდებარე ტერიტორიებზე, მოსამსახურეთა და სხვა პირთა, აგრეთვე, ავტომანქანებისა და სხვა ტექნიკურ საშუალებათა გადაადგილების წესების დაცვის ორგანიზება/აღსრულება; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება. მუხლი 15🔗. საგარეო ეკონომიკური დეპარტამენტი საგარეო ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნცქიებია: ა) საწარმოო შეკვეთების განთავსებისა და წარმოებული პროდუქციის მიწოდების კოორდინირება; ბ) პარტნიორებთან საჭიროებების იდენტიფიკაციაზე მუშაობა და შესაბამისი პროდუქტების წარმოების  რეკომენდაცია; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება. მუხლი 16🔗. სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) სახელმწიფო შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება, კოორდინაცია და წარმართვა, შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადება; ბ) სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერების პროცედურების ჩატარება; გ)  შესყიდვების ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;  დ) შესყიდვის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირისათვის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების კონტროლზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრის მიზნით, წინადადებების წარდგენა; ე) შესყიდვის სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებლებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვა, საქართველოს კანონმდებლობისა და მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისი სხვა ზომების გამოყენება, ხოლო მიმწოდებლის მიერ ნებაყოფლობით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში, მასალების სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გადაგზავნა შემდგომი რეაგირებისათვის; ვ) საჭიროების შემთხვევაში, შესყიდვის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირისათვის სათანადო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე წინადადებების წარდგენა;  ზ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო პროგრამების ფინანსური დაგეგმვისა და შესრულების განხორციელება; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციის წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში; ი) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების აღრიცხვის წარმოება; კ) მონაცემთა და სააღრიცხვო ბაზების წარმოება; ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება. მუხლი 17🔗. შიდა აუდიტისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი შიდა აუდიტისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები: ა) ცენტრის საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლი; ბ) ცენტრის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რათა იგი იყოს არსებითი უზუსტობებისაგან თავისუფალი, ხოლო ბუღალტრული აღრიცხვა შეესაბამებოდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციას; გ) ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის ეფექტურობის და ეფექტიანობის ზრდა; დ) ეფექტური კონტროლის სისტემის შექმნა დარღვევების, ფინანსური უზუსტობების და ცენტრის საქმიანობის არაეფექტურად წარმართვისაგან პრევენციისათვის; ე) აუდიტური პროცესების და პროცედურების ჯეროვნად დაგეგმვა და შესრულება ცენტრში არსებული დარღვევების, ფინანსური უზუსტობების და ცენტრის  საქმიანობის არაეფექტურად წარმართვის დროულად აღმოსაჩენად; ვ) მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისა და დისციპლინის დაცვის კონტროლი, დისციპლინური საქმისწარმოება; ზ) ცენტრის წარმოების ხარისხის კონტროლი; თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება. მუხლი 18🔗. ლოგისტიკის დეპარტამენტი ლოგისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები: ა) ძირითადი წარმოების მასალებით, მაკომპლექტებელი და მზა ნაკეთობებით უზრუნველყოფა; ბ) ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; გ) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაციისა და ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე, ლოგისტიკური ვითარების დადგენა, რეაგირება და შესაბამისი მონიტორინგის განხორციელება; დ) ტექნიკის, დანადგარების, მოწყობილობებისა და სხვა ქონების სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვა და უზრუნველყოფა; ე) საავტომობილო ტრასპორტის ექსპლუატაციისა და რემონტის ორგანიზება; ვ) მატერიალური ფასეულობების მოთხოვნილებების ანალიზი და დროული რეაგირება; ზ) სასაწყობო მეურნეობის წარმართვა; თ) ახალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ტექნიკის დანერგვის უზრუნველყოფა; ი) სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების წარდგენა ხელმძღვანელობასთან;   კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება. მუხლი 19🔗. მომსახურებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტი მომსახურებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები: ა) სადემილიტარიზაციო სამუშაობის ჩატარება; ბ) სამინისტროს დაქვემდებარებული სამსახურებისა და უწყებებისათვის შიდა პროცესების ავტომატიზირებისათვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის სამუშაობის ჩატარება; გ) ორგანიზაციის შიდა პროექტების მართვის ჯგუფის სამუშაოების კოორდინაცია; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება. მუხლი 20🔗. სპეცქიმიის, უტილიზაციისა და ეკოლოგიის დეპარტამენტი სპეცქიმიის, უტილიზაციისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) ფეთქებადი ნივთიერებებისა და დენთის სინთეზი და ანალიზი; ბ) საბრძოლო მასალებში არსებული ფეთქებადი ნივთიერებების ვარგისიანობის დადგენა; გ) უტილიზაციის დაგეგმვა, უზრუნველყოფა, განხორციელება. უტილიზაციის შედეგად მიღებული ნარჩენების გადამუშავება/უზრუნველყოფა. დ) სამხედრო ნაწილების, ბაზების, წარმოებების ეკოლოგიური მონიტორინგი, დაგეგმვა და უზრუნველყოფა (კომპეტენციის ფარგლებში); ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება. მუხლი 21🔗. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები: ა) თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა ცენტრში; ბ) ცენტრში საქმიანობის ეფექტურობის ამაღლება საინფორმაციო ნაკადების ოპტიმიზაციის საშუალებით; გ) ცენტრში მიმდინარე სამუშაო პროცესების კვლევა მათი ფორმალიზაციის შესაძლებლობების თვალსაზრისით; დ) ინფორმაციის დამუშავების ტექნოლოგიური სქემების დაპროექტება და რეალიზაცია პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისა და დანერგვის გზით; ე) კომპიუტერული ტექნიკის და ლოკალური კომპიუტერული ქსელის გამართულად მუშაობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ვ) ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფა და სამინისტროს პერსონალის ინტერნეტ რესურსებზე დაშვების უფლების განსაზღვრა; ზ) ცენტრში ხელმძღვანელობის ინფორმირება ახალი ტექნოლოგიების შესახებ. რეკომენდაციების შემუშავება ახალი ტექნოლოგიების ცენტრში დანერგვასთან დაკავშირებით; თ) ორგანიზაციის მოთხოვნების მიხედვით აუცილებელი საინფომრაციო ტექნოლოგიების სერვისების დანერგვა და მათი მუდმივი განვითარება; ი) საინფომრაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება. მუხლი 22🔗. საოპერაციო მართვის დეპარტამენტი საოპერაციო მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები: ა) წარმოების პროცესთან, საბოლოო პროდუქტის/მომსახურების შექმნასთან,  დაკავშირებული ყველა პროცესის  დიზაინი, მოდიფიკაცია, მონიტორინგი და კონტროლი; ბ) წარმოების პროცესების ეფექტიანობის და ეფექტურობის უზრუნველყოფა; გ) ცენტრის ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის საქმიანობის პროცესების და პროცედურების შეფასება, სრულყოფა, დიზაინი, მონიტორინგი, და კონტროლი; დ) ორგანიზაციული სტრუქტურის საქმიანობის ეფექტიანი და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება. მუხლი 23🔗. საკონსტრუქტორო დიზაინის კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი საკონსტრუქტორო  დიზაინის კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები: ა)  სამეცნიერო, კვლევითი, საცდელი და საკონსტრუქტორო სამუშაოების ჩატარება ახალი ტიპის ტექნიკის და სხვა ნაკეთობების შემუშავების პროცესში; ბ)  წარმოების პროცესის საკონსტრუქტორო მხარდაჭერის უზრუნველყოფა; გ)  ახალი პროდუქციის სერტიფიცირების შესაბამისი სამუშაოების ჩატარება; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება. მუხლი 24🔗. საინჟინრო დეპარტამენტი საინჟინრო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები: ა) ქვეყანაში არსებული სამხედრო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა; ბ) საქართველოს თავდაცვის სისტემაში არსებული ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება; გ) ქვეყნის სამხედრო ბაზებზე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესრულება; დ) რეგიონებისათვის დახმარების აღმოჩენა საგანგებო სიტუაციების დროს; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება. მუხლი 25🔗. ძირითადი წარმოება ძირითადი წარმოების ძირითადი ამოცანა და ფუნქციაა ცენტრის წარმოების დაგეგმვა და განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში. კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.  მუხლი 26🔗. პროგრამული უზრუნველყოფის მართვის დეპარტამენტი  პროგრამული უზრუნველყოფის მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები: ა)  სწრაფი და ეფექტური პროგრამული გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველყოფა; ბ) ცენტრის შესაბამისი მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის პროგრამული გადაწყვეტილებებით უზრუნველყოფა; გ) ცენტრის მომხმარებლების მაღალი ხარისხის პროდუქტით უზრუნველყოფა მაქსიმალურად მოკლე ვადებში; დ) მიღებული ტექნიკური დავალების გაანალიზება და დამუშავება; ე) ტექნიკური დავალების შესრულება; ვ) მიღებული პროდუქტის გამოცდა (ტესტირება); ზ) პროდუქტის ინსტრუქციების შემუშავება მომხმარებლებისთვის და ტრენინგების პროდუქტის დანერგვა; თ) ცენტრის ხელმძღვანელობასთან  შეთანხმებით ახალი იდეების დამუშავება და მათი შესრულება პროგრამული უზრუნველყოფის სახით; ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება. მუხლი 27🔗. პროგრამული უზრუნველყოფის და ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების მართვის დეპარტამენტი  პროგრამული უზრუნველყოფის და ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები: ა) პროგრამის დანერგვისთვის საჭირო ღონისძიებების გასატარებლად მართვის უზრუნველყოფა და დავალებათა გაცემა; ბ) პროგრამული უზრუნველყოფისა და ოპერაციული მართვის დეპარტამენთან ერთად, კომპეტენციის ფარგლებში  პროექტების განხორციელების უზრუნველსაყოფად  კადრების მოზიდვა; გ) სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით, ამოცანების დასახვა, გეგმების შემუშავება და დასახული ამოცანების შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება; დ) დასრულებული პროექტებისათვის საჭირო სერვისების განხორციელების ინტენსიურობის კონტროლი; ე) მოზიდული კადრების მომზადებისა და ტრეინინგის უზრუნველყოფა; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება. მუხლი 28🔗. მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სამმართველო მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციები: ა) ფუნდამენტალური მეცნიერებების და ტექნიკური დისციპლინების პოპულარიზაცია მოზარდებს შორის; ბ) მოზარდების მომზადება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის; გ) არსებული ინტელექტუალური ცოდნის გავრცელება და გადაცემა ახალი თაობებისათვის; დ) ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავება საწყის ეტაპზე; ე) არსებული ტექნოლოგიებისათვის ფართო გამოყენების მიცემის უზრუნველყოფა; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება. მუხლი 29🔗. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი 1. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო არის სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს ცენტრის საქმიანობის კანონიერებასა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას.  3.  სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 4. ცენტრის ყოველწლიურ ანგარიშს იხილავს სამინისტრო. ანგარიშის შესახებ ინფორმაცია წარედგინება სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას. 5. ცენტრმა სამინისტროს თანხმობით და კანონით გათვალისწინებული წესით შეიძლება განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) სხვა გადაწყვეტილების მიღება ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტების განსახორციელებლად აუცილებელია აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება საჭიროებს საქართველოს ეკონომიკისა  და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობას. მუხლი 30🔗. ცენტრის ქონება და სახსრები 1. ცენტრის ქონება არის ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ქონება. 2. ცენტრის ქონება შედგება: ა) საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისგან; ბ) სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებით შეძენილი ქონებისგან; გ) სახელმწიფოს მიერ სარგებლობაში გადაცემული ქონებისაგან, 3. ცენტრის ქონების განკარგვა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. ცენტრის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი; გ) გრანტების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საჯაროსამართლებრივი და კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებებით მიღებული შემოსავლები; ე) საინფორმაციო, საკონსულტაციო-კვლევითი, საექსპერტო და სხვა სახის საჯარო და კერძო მომსახურებით მიღებული შემოსავლები; ვ) საქველმოქმედო შემოწირულობები; ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი. 5. მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. სხვა მიზნით მათი გამოყენება აკრძალულია. 6. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 7. ცენტრის  წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 31🔗. საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია 1. ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.