„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№90/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016107
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №90/04

2013 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 71 პუნქტი:

„71. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული ინფორმაცია, შესაბამისი ჩანაწერებით ინახება და მისი ამოღება ხორციელდება „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარეპერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით გათვალისწინებული ვადითა და წესით.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. პირს ეკრძალება იყოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის და ვალდებულია რეგისტრაციისას წარმოადგინოს ნასამართლეობის თაობაზე ცნობის დედანი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი .“.

3. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციისქვეპუნქტი:

„კ) დარღვეულია ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.“.

4. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ)სპეციალური პროგრამული საშუალებით წარმოებულ ციფრულ მონაცემთა ბაზაში ასახოს მის მიერ განხორციელებული  ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია, ამ წესის დანართი №3-ში მითითებული ინფორმაციის შესაბამისად, ამობეჭდოს „ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ გაწეული მომსახურების ქვითარი“ (დანართი N3),  მისი ერთი პირი  გადასცეს კლიენტს, მეორე კი შეინახოს ვალუტის გადამცვლელ პუნქტში. ზემოაღნიშნული ოპერაციის ასახვის დროს მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითება სავალდებულოა მხოლოდ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებულ შემთხვევებში;“.

5. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კომერციულ ბანკში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ან სხვა ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის განხორციელებისას, აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ოპერაციის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე, სპეციალური პროგრამული საშუალებით წარმოებულ ციფრულ მონაცემთა ბაზაში ასახოს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია ამ წესის დანართი №5-ში მითითებული ინფორმაციის შესაბამისად, ამობეჭდოს „ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მიღებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის მომსახურების ქვითარი“ (დანართი №5) და შეინახოს აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ოპერაციის დამადასტურებელ საბუთთან ერთად;“.

6. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საეჭვო (ყალბი) ფულის გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ცნობა (დანართი №4) სამ პირად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა კლიენტს, მეორე რჩება სალაროს, მესამე  ფულის ნიშანთან ერთად ეგზავნება ეროვნულ ბანკს შემდგომი რეაგირებისათვის. ეროვნული ბანკი ექსპერტიზის შედეგებს 15 სამუშაო  დღის განმავლობაში ატყობინებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტს. ექსპერტიზის შედეგად ნამდვილი და გადასახდელად ვარგისი ფულის ნიშნის გამოვლენისას შესაბამისი თანხა უნაზღაურდება კლიენტს, ყალბი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება, გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება და მოთხოვნის შემთხვევაში უბრუნდება შემომტანს.“.

8. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მომსახურების მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის გაცვლის კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობის შესახებ. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს მომსახურების საკომისიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ კლიენტისათვის  თვალსაჩინო ადგილას  (სალაროსთან და ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსის თითოეულ  მაჩვენებელთან) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსის ამსახველი შრიფტის ზომის ინფორმაციის განთავსება.“.

9. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 და დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
10. ბრძანებას დაემატოს დანართი №5 თანდართული რედაქციით:
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე
📎 დანართები (3)
დანართი N1

დანართი №1

სარეგისტრაციო ფორმა

I

პირველი განყოფილება

ინფორმაცია დაინტერესებული მეწარმე სუბიექტის თაობაზე

1 საფირმო სახელწოდება  
2 იურიდიული მისამართი  
3 ფაქტობრივი მისამართი
4 საკონტაქტო ტელეფონები
5 საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი
6 სამართლებრივი ფორმა  
7 საიდენტიფიკაციო ნომერი ან პირადი ნომერი ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში.  
8 მომსახურე კომერციული ბანკის(ბანკების) დასახელება და მისი ანგარიშების რეკვიზიტები ამ ბანკში(ბანკებში)  
II

მეორე განყოფილება

ინფორმაცია ვალუტის გადამცვლელი

ტექნიკური აღჭურვილობის თაობაზე

(მონიშნეთ შესაბამისი კვადრატი)

პუნქტის სარგებლობაში არსებული ტექნიკური საშუალებები:  
ა) ყალბი ფულის ამომცნობი ტექნიკური საშუალება  □
ბ) კომპიუტერული ტექნიკა  □
გ) ვალუტის ყიდვა–გაყიდვის იპერაციების აღსარიცხავად, სისტემატიზაციისა და კანონით განსაზღვრული ვადით შენახვისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა  □
დ) საოპერაციო ფართობის დაცვის საგანგაშო ღილაკი
ე) ვიდეომეთვალყურეობის სისტემა
(უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი)

ვადასტურებ სარეგისტრაციო ფორმაში შეტანილი ინფორმაციის უტყუარობას. ვადასტურებ, რომ გავეცანი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობას, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიულ აქტებს

დაინტერესებული მეწარმე სუბიექტი __________________________________

(უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, ხელმოწერა)

ვადასტურებ, რომ გავეცანი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობას, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიულ აქტებს

მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი ------------------------

(მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმებელი პირის სახელი და გვარი, ხელმოწერა)

სარეგისტრაციო ფორმის ეროვნულ ბანკში გაგზავნის თარიღი:
დანართი N3

დანართი №3

ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ გაწეული მომსახურების ქვითარი (ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია)

   
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დასახელება და მისამართი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დასახელება და მისამართი
ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ქვითარი №   ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ქვითარი №  
საფირმო სახელწოდება*; საფირმო სახელწოდება*;
საიდენტიფიკაციო ნომერი *   საიდენტიფიკაციო ნომერი *  
სახელი სახელი
გვარი   გვარი  
მისამართი   მისამართი  
პირადობის დამადასტ. დოკუმენტის №   პირადობის დამადასტ. დოკუმენტის №  
პირადი №   პირადი №  
პირადობის დამადასტ. დოკუმენტის გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი პირადობის დამადასტ. დოკუმენტის გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი
   
შემოსული ვალუტის დასახელება   თანხა   შემოსული ვალუტის დასახელება   თანხა  
გადაცვლის კურსი   გადაცვლის კურსი  
გასული ვალუტის დასახელება   თანხა   გასული ვალუტის დასახელება   თანხა  
   
ოპერაციის განხორციელების თარიღი   ოპერაციის განხორციელების თარიღი  
ოპერაციის განხორციელების დრო   ოპერაციის განხორციელების დრო  
კლიენტის ხელმოწერა   კლიენტის ხელმოწერა  
   
ოპერაციის შემსრულებლის ხელმოწერა   ოპერაციის შემსრულებლის ხელმოწერა  

*ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არის იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი. ასეთ შემთხვევაში, შესაბამის ველებში უნდა მიეთითოს წარმომადგენელი პირის შესაბამისი საიდენტიფიკაციო მონაცემები

დანართი N5

დანართი №5

ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მიღებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის მომსახურების ქვითარი (ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია)

 
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დასახელება და მისამართი
ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ქვითარი №  
საფირმო სახელწოდება*;  
სახელი **
გვარი **  
მისამართი **  
პირადობის დამადასტ. დოკუმენტის № ან პირადი № **  
 
შემოსული ვალუტის დასახელება   თანხა  
გადაცვლის კურსი  
გასული ვალუტის დასახელება   თანხა  
 
ოპერაციის განხორციელების თარიღი  
ოპერაციის განხორციელების დრო  
 
ოპერაციის შემსრულებლის ხელმოწერა  

* ივსება კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან სხვა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დასახელება, სადაც განხორციელდა ვალუტის ყიდვა–გაყიდვის ოპერაცია.

** ივსება ვალუტის გადამცვლელი პუნქტის უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც დაფიქსირებულია ზემოაღნიშნულ ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემულ ვალუტის ყიდვა–გაყიდვის ოპერაციის დამადასტურებელ საბუთში.