„ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.164.016223
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

„ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2016 წლის 1 ივლისი

ქ. ყვარელი

„ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1🔗

„ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №18 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (www.matsne.gov.ge, 010250020.35.164.016120, 25.07.2014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.
დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ვ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ვ) გამგეობის დებულებით დადგენილი წესით ახდენს გამგეობის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“ – „ა.გ.“, „ბ.ა.“ – „ბ.გ“, „დ.კ.“, „ე.ვ.“ და „ე.ზ.“ ქვეპუნქტენით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ახდენს გამგეობის თანამდებობის პირებისთვის ან სხვა მოხელეებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;“.

2.
დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის  „ე.ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ი) „კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ამ პუნქტით გათვალისწინებული კომისიები, კანონით ან უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, უფლებამოსილი არიან, გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი –
განკარგულება.“.

3.
დებულების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს  „თ“ ქვეპუნქტი და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ. „ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის “ა.ვ.“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 71-ე და 72-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თავის საქმიანობას ახორციელებს მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.“

4.
დებულების მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გამგებლის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი, რომელიც შეიძლება გამოიყენოს დანიშნულებისამებრ. კერძოდ, დაამოწმოს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ბრძანებით დამტკიცებული ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ ცნობა; ასევე  პირის ან/და პირთა კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების  შესახებ ცნობა, გარდა „საქართველოს  მოქალაქეობის შესახებ“  ორგანული კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“
.

5.
დებულების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს  მოქალაქეობის შესახებ“  30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

6.
დებულების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ და ,,ე2‘’ ქვეპუნქტები:

„ე1“)  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ყვარლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს აწვდის ინფორმაციას დაბადების რეგისტრაციის არსებობის ან სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ბავშვის დაბადების თაობაზე შეტყობიდან ერთი თვის ვადაში.“

„ე2“) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ყვარლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს   აწვდის ინფორმაციას პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.“.

7.
დებულების  37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 37.  გამგეობის თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება

1. მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირებისა  და გამგეობის დებულების  მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში ამ კანონითა და საქართველოს სხვა კანონებით დადგენილი წესით.

2. გამგეობის თანამდებობის პირის, გარდა მუნიციპალიტეტის გამგებლისა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საჩივრდება გამგებელთან და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.

3. თუ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან გამგეობის თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში გასაჩივრების შესახებ. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს სასამართლოში წარმოადგენს საკრებულოს ან საკრებულოს დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი, ხოლო აღმასრულებელ ორგანოს/გამგეობას/ − გამგებლის მიერ განსაზღვრული პირი.“.

მუხლი 2
1.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა  დადგენილების პირველი, მე-2, მე-3, მე-6 და მე-7 პუნქტებისა.

2.
დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე -2 და მე-7  პუნქტი  ამოქმედდეს 2016 წლის 31 ივლისიდან.

3.
დადგენილების პირველი მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტები  ამოქმედდეს 2016 წლის 3 ივლისიდან.
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ შავერდაშვილი