„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1259-Iს
სარეგისტრაციო კოდი
010190000.05.001.017116
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 15.07.2004, მუხ. 85) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

   1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივების, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობისას მათ კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა შეუფერხებელ და სრულყოფილ განხორციელებას.“.

   2. მე-3 მუხლის მე-3−მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „3. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საქართველოს პრეზიდენტის სახელით საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე განსახილველად წარადგენს:

   ა) საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს რატიფიცირებისათვის;

   ბ) საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტებს;

   გ) საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების, ზავის დადების, საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლში მითითებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის შესახებ;

   დ) საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტებს;

   ე) იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომელთა პარლამენტისათვის წარდგენა საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციას განეკუთვნება;

   ვ) სათანადო დოკუმენტებს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე პარლამენტის თანხმობის მისაღებად.

   4. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი:   

   ა) საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად წარუდგენს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებს და უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო აქტების გამოსაქვეყნებლად გადაცემას;

   ბ) საჭიროების შემთხვევაში ესწრება საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომებს და მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომებზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი საკითხების განხილვაში;

   გ) საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვს საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ საკითხებს;

   დ) საქართველოს მთავრობის თანხმობის ან საქართველოს           პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის მისაღებად უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საკითხების საქართველოს მთავრობისთვის/საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენას;

   ე) ორგანიზებას უწევს საქართველოს პარლამენტთან საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა ურთიერთობებს;

   ვ) საქართველოს პრეზიდენტის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

   5. ცალკეული საკითხების საქართველოს პარლამენტში წარდგენა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შეიძლება დაევალოს სხვა თანამდებობის პირს.“.

   3. მე-4 მუხლის:

   ა) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ბ) საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს რატიფიცირების, დენონსირებისა და გაუქმებისათვის.“;

   ბ) მე-5 პუნქტის:

   ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

   ბ.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ლ) საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკითხებს, რომლებიც საჭიროებს საქართველოს მთავრობის თანხმობას ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას;“;

   ბ.გ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

   „მ) ახორციელებს საქართველოს მთავრობისა და საქართველოს         პრემიერ-მინისტრის დავალებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

   4. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 სექტემბერი 2013 წ.

N1259-Iს