შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ საოქმო განჩინება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/5795-13
საოქმო განჩინება
საქართველოს სახელით
2013 წლი ს 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი - შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის’’ რეაბილიტაციის მმართველი ირაკლი ქაშაკაშვილი
მოთხოვნა - რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
2013 წლის 30 სექტემბერს კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნა მომრიგებელთა საბჭოს გადაწყვეტილება შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის”მიმართ რეაბილიტაციის დაწყების შესახებ. კრედიტორებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი გეგმის მიხედვით რეაბილიტაციის პროცედურის დაწყებას.
სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს, მოუსმინა კრედიტორთა მოსაზრებებს, მიიჩნია, რომ რეაბილიტაციის პროცედურის დაწყება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონის ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ მე-7, მე-8, 27-ე, 28-ე, 32-ე, 33-ე და 43-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დამტკიცდეს 2013 წლის 30 სექტემბრის კრედიტორთა კენჭისყრის შედეგები რეაბილიტაციის განხორციელების პროცედურების დაწყების შესახებ, წარმოდგენილი რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად;
2. შეწყდეს მომრიგებელი საბჭოს უფლებამოსილება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლო დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზეwww.tcc.gov.ge.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი