საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- საქართველოს საზღვაო კოდექსი 15.05.1997
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 42
საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გემის სხვა ქვეყანაზე, სხვა ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე გასხვისება შეიძლება დადგენილი წესის მიხედვით, მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით.“.
2. 70-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს იმ საზღვაო ნავსადგურების ნუსხას, რომლებიც ღიაა უცხო ქვეყნების გემებისათვის, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა და იგი ქვეყნდება „ზღვაოსანთა უწყებებში“. ამ ნუსხის გამოქვეყნებას უზრუნველყოფს სააგენტო.“.
3. 320-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 320
ბირთვულ გემს საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურებში შესვლა შეუძლია მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით. საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურებში ბირთვული გემის კონტროლს ახორციელებენ სააგენტო და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.“.
1. სათანადო ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა ამავე კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.
2. ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.
ქუთაისი, 24 სექტემბერი 2013 წ. N1286-რს |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 42. საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გემის სხვა ქვეყანაზე, სხვა ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე გასხვისება შეიძლება დადგენილი წესის მიხედვით, მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით
- მუხლი 70. 1. საზღვაო ნავსადგური არის იმ სანავსადგურე ინფრასტრუქტურის ერთობლიობა, რომელიც განლაგებულია განსაზღვრულ გეოგრაფიულ ადგილზე და რომელშიც შეიძლება მდებარეობდეს ერთი ან ერთზე მეტი სანავსადგურე ერთეული
- მუხლი 320. ბირთვული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანავსადგურე ერთეულში შეიძლება შევიდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით. საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანავსადგურე ერთეულში ბირთვული გემის კო
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.09.2013.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 24.09.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1286-რს. სარეგისტრაციო კოდი — 400010020.05.001.017127.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.09.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №1286-რს, 24.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 400010020.05.001.017127 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2032422/