საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4923-IIს
სარეგისტრაციო კოდი
400010020.05.001.019540
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/07/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 71-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზღვაო ნავსადგური სახელმწიფო საბაჟო, სასაზღვრო-მიგრაციულ, სანიტარიულ სამსახურებს, აგრეთვე სააგენტოს შესაბამის სამსახურებს უსასყიდლოდ უზრუნველყოფს სათანადო ფართობით და უქმნის ნორმალური მუშაობის პირობებს.“.

2. 127-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 127

ტვირთის გამგზავნი ვალდებულია გადამზიდავს დროულად გადასცეს  ტვირთთან დაკავშირებული ყველა საბუთი ნავსადგურის, სანიტარიული და სხვა ადმინისტრაციული წესების, აგრეთვე საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. ტვირთის გამგზავნი პასუხისმგებელია გადამზიდავის წინაშე მისთვის აღნიშნული საბუთების დაგვიანებით გადაცემით, არასწორად ან არასრულად შედგენით გამოწვეული ზიანისათვის.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

28 ივნისი 2019 წ.

N4923-IIს

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

საქართველოს საზღვაო კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.06.2019.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 28.06.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4923-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 400010020.05.001.019540.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.06.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №4923-IIს, 28.06.2019, სარეგისტრაციო კოდი 400010020.05.001.019540 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4584306/