„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ლოგოს, თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№77
სარეგისტრაციო კოდი
360000000.22.023.016202
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №77

2013 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ლოგოს, თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ლოგოს, თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის №40 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 11/06/2013, 360000000.22.023.016165) დამტკიცებული:
ა) დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ლოგოს ნიმუში

გერბის ფარი გაკვეთილია და გადაკვეთილია ოთხ ნაწილად. I ნაწილი - ლაჟვარდის (ლურჯი) ველზე მოთავსებულია ოქროს შვიდქიმიანი ვარსკვლავი. II ნაწილი - ვერცხლის ველზე გამოსახულია ზურმუხტის (მწვანე) მთა, რომელის თავზეც მოთავსებულია ჰაერის აღმნიშვნელი სამი ლაჟვარდის (ლურჯი) კლაკნილი ხაზი. III ნაწილი - ზურმუხტის (მწვანე) ველზე გამოსახულია ოქროს ხე.  IV ნაწილი - ლაჟვარდის (ლურჯი) ველი გადაკვთილია ხუთი ტალღისებური ვერცხლის სარტყლით.

 

გერბს შემოუყვება ლაჟვარდის (ლურჯი) არშია შიდა და გარე მხარეს ოქროს კანტით. არშიის ველზე ოქროსფრად ჩაწერილია: „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი”.

 

ბ) დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი № 2

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუში

 

1. ზაფხულის ფორმა: ლურჯი ფერის შარვალი, ბეჟი ფერის მოკლემკლავიანი მაისური გადაფენილი საყელოთი და წინაფრიანი ბეჟი ფერის ქუდი. ქუდის წინა მხარეს და მაისურის წინა მარცხენა მხარეს გულთან დეპარტამენტის ლოგო, მაისურის უკანა მხარეს ვერცხლისფერი წარწერა ქართულ ენაზე ,,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი”.

2. საშემოდგომო ფორმა: ლურჯი ფერის შარვალი, ბეჟი ფერის გრძელმკლავიანი ხალათი, ბეჟი ფერის მაისური მომდგარი ყელით და წინაფრიანი ბეჟი ფერის ქუდი. ქუდის წინა მხარეს და ხალათის მარცხენა მკლავზე დეპარტამენტის ნაქარგი ლოგო, ხალათის უკანა მხარეს დამუშავებული ახსნილი კოკეტკა, რომელშიც იმალება ვერცხლისფერი დაშტამპული წარწერა ქართულ ენაზე ,,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი”.

3. ყოველდღიური ზამთრის ფორმა: ლურჯი ფერის შარვალი, ბეჟი ფერის ნაქსოვი გრძელმკლავიანი პულოვერი გადაფენილი საყელოთი, ლურჯი ფერის თბილი გრძელი ქურთუკი, ბეჟი ფერის წინაფრიანი დათბუნული ქუდი და შავი ფერის ნაქსოვი ხელთათმანი. ქუდის წინა მხარეს, პულოვერის წინა მარცხენა მხარეს გულთან  და ქურთუკის მარცხენა მკლავზე დეპარტამენტის ნაქარგი ლოგო. პულოვერის უკანა მხარეს ვერცხლისფერი წარწერა ქართულ ენაზე ,,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი”. ქურთუკის უკანა მხარეს დამუშავებული ახსნილი კოკეტკა, რომელშიც იმალება ვერცხლისფერი დაშტამპული წარწერა ქართულ ენაზე ,,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი”.

 

4. სპეც ჟილეტი: ბეჟი ფერის უმკლავებო ჟილეტი, ჟილეტის წინა მარცხენა მხარეს გულთან დეპარტამენტის ლოგო და ჟილეტის უკანა მხარეს დამუშავებული ახსნილი კოკეტკა, რომელშიც იმალება ვერცხლისფერი დაშტამპული წარწერა ქართულ ენაზე ,,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი”.

5. საწვიმარი ლაბადა: ლურჯი ფერის საწვიმარი ლაბადა კაპიუშონით. საწვიმარი ლაბადის წინა მარცხენა მხარეს გულთან დეპარტამენტის ნაქარგი ლოგო, საწვიმარი ლაბადის უკანა მხარეს დამუშავებული ახსნილი კოკეტკა, რომელშიც იმალება ვერცხლისფერი დაშტამპული წარწერა ქართულ ენაზე ,,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი”.

6. მაღალყელიანი ფეხსაცმელი:  შავი ფერის ტყავის და ნეილონის კომბინაციით შეკერილი თასმებზე შესაკრავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

“
გ) დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №3

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურებრივი პირადობის მოწმობის ნიმუში

 

 

“

 

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ლოგოს, თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ლოგოს, თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.10.2013.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ლოგოს, თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ლოგოს, თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.10.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №77. სარეგისტრაციო კოდი — 360000000.22.023.016202.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ლოგოს, თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ლოგოს, თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.10.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ლოგოს, თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №77, 04.10.2013, სარეგისტრაციო კოდი 360000000.22.023.016202 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2035054/