საქართველოს თავდაცვის სამინიტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1420
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016084
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1420

2013 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინიტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ

 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებ ლად გა ტარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, „საქართველოს 2013წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონი თ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის განსაზღვრული სახსრებით განახორციელოს:

ა) ქ. თბილისში, აბაშვილის ქ. №3-ში მდებარე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სამხედრო მოსამსახურეთათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ბინებში  სარემონტო სამუშაოების, არაუმეტეს 360 000 (სამას სამოცი ათასი) ლარის ღირებულების,ს ახელმწიფო შესყიდვები გამარტივებული შესყიდვის საშუალებით,შპს „სამშენებლო კომპანია მშენებელი 2011“-თან ხელშეკრულების გაფორმებით;

ბ) ქ. თბილისში, აბაშვილის ქ. №3-ში მდებარე №1 კორპუსში და ქ. გორში, ცხინვალის გზატკეცილის მე-3 კილომეტრზე მდებარე №4, №5, №6 კორპუსებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სამხედრო მოსამსახურეთათვის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებისათვის გადასაცემი საცხოვრებელი ბინების ინვენტარის, არაუმეტეს 120 000 (ას ოცი ათასი) ლარის ღირებულების, სახელმწიფო შესყიდვები გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                ბ . ივანიშვილი